კინო ათი პოპულარული ფილმი, რომლებიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული 2014, 22 დეკემბერი, 19:10 ფილმები, რომლებიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული ან რეალური ადამიანების ცხოვრებაზე, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მაყურებლებში. სულაც არა აქვს მნიშვნელობა, საუბარია რომელიმე ისტორიული მოვლენის ამსახველ კინოფილმზე თუ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე. გთავაზობთ არასრულ სიას იმ კინოფილმებისა, რომლებიც რეალურ ისტორიებზე დაყრდნობითაა გადაღებული, თქვენი მხრივ, შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ, კიდევ რომელი ცნობილი ფილმი იცით რეალურ ფაქტებზე გადაღებული.
"რიგითი რაიანის გადარჩენისათვის" (1998 წელი) - მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, სამხედრო დრამა სტიველნ სპილბერგის ფილმი მოგვითხრობს ამერიკელ ჯარისკაცებზე, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ამხანაგის გადარჩენას. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია ძმები ნილანების ისტორიაზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ. ფილმმა, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი "ოსკარი" მიიღო. "პოკაჰონტასი" (1995 წელი) - მულტიპლიკაციური ფილმი, სათავგადასავლო, დრამა "პოკაჰონტასი" "უოლტ დისნეის" სტუდიის მიერ გადაღებული პირველი ანიმაციური ფილმია, რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. ეს რომანტიკული კინოლენტა გვიამბობს ინდიელების პრინცესა პოკაჰონტასისა და ბრიტანელი კოლონიზატორის ჯონ სმიტის აკრძალული სიყვარულის სევდიან ამბავს. საუკეთესო მუსიკისათვის ფილმმა ორი "ოსკარი" მიიღო. "წყევლა" ( 2013 წელი) - საშინელებათა ჟანრის ფილმი, ტრილერი ფილმში მოთხრობილი ისტორიის თანახმად, პარანორმალური მოვლენების მკვლევარები ედ და ლორეინ უორენები იკვლევენ ერთ ოჯახში მომხდარ უცნაურ და პარანორმალურ მოვლენებს. ედ და ლორეინ უორენები რეალური ადამიანები არიან, ხოლო ფილმში მომხდარ მოვლენებს ისინი მართლაც იკვლევდნენ ჰარისვილდში, როდ-აილენდში. "უხილავი მხარე" (2009 წელი) - ბიოგრაფია, დრამა, სპორტი ფილმში მოთხრობილია აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელის მაიკლ ოერის რეალური ისტორია. ოდესღაც მან დაკარგა ყველაფერი და ქუჩაში აღმოჩნდა, მაგრამ სიყვარულის წყალობით შეძლო ახალი ოჯახის შექმნა, იპოვა ბედნიერება და ამერიკის ეროვნულ ლიგაშიც კი აიყვანეს სათამაშოდ. ფილმმა სამართლიანად დაიმსახურა "ოსკარის" პრემია. "ჯული და ჯულია" (2009 წელი) - ბიოგრაფია, დრამა, რომანტიკა ეს ფილმი მოგვითხრობს ერთ ჩვეულებრივ ქალზე ჯულია პაუელზე. ის ცდილობს ოდნავ მაინც შეცვალოს თავისი ერთფეროვანი ცხოვრება, ამიტომ კულინარიულ ბლოგს ხსნის, რომელშიც გვიამბობს ცნობილი კონდიტერის ჯულია ჩაილდის კულინარიულ ექსპერიმენტებზე. ფილმში მოთხრობილია ორი პარალელური ისტორია - XX საუკუნის შუა ხანებში საფრანგეთში მცხოვრები ჯულია ჩაილდისა და ჯული პაუელისა თანამედროვე ნიუ-იორკში. "სოციალური ქსელი" (2010 წელი) - ბიოგრაფია, დრამა "სოციალური ქსელი" მოგვითხრობს იმ პერიოდზე, როცა მარკ ცუკენბერგი ის-ის იყო, აფუძნებდა ფეისბუქს და თავის დიდ იმპერიას. "მონობის 12 წელი"(2013 წელი) - ბიოგრაფია, დრამა, ისტორია ფილმში მოთხრობილია სოლომონ ნორტაპის რეალური ისტორია - ამბავი თავისუფალი ადამიანისა, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო მონობაში ჩავარდა. კინოფილმი დაჯილდოებული იქნა სამი "ოსკარით". "გახსოვდეთ ტიტანები" (2010 წელი) - ბიოგრაფია, დრამა, სპორტი "გახსოვდეს ტიტანები" - ესაა რეალური ისტორია საშუალო სკოლის შავკანიანი მწვრთნელისა, რომელსაც თავს არაერთი დამცირება და უბედურება დაატყდა რასიზმის გამო. "ელიტური საზოგადოება" (2013 წელი) - ბიოგრაფია, დრამა, კრიმინალი ეს ფილმი გვიამბობს კალოფორნიელი ახალგაზრდების ჯგუფზე, რომლებიც ცნობილი ადამიანების სახლებს ძარცვავდნენ. კინოლენტაში მოთხრობილია რეალური გაქურდვის ისტორიები, რომლებიც ჩაიდინა მოზარდების ჯგუფმა პერის ჰილტონის, ოდრინ პედიჯის და ორლანდო ბლუმის სახლებში. "მარლი და მე" (2008 წელი) -კომედია, დრამა, ოჯახური ფილმი "მარლი და მე" - ესაა კეთილი ისტორია ერთ ოჯახზე და მათ საყვარელ ძაღლზე. ფილმი გადაღებულია ჯონ გროგენის მოთხრობის მიხედვით. მას თავად ჰყავდა ძაღლი, სახელად მარლი. 4407 14-ს მოსწონს
|