ვარსკვლავები გაიხსნა კანის საიუბილეო 65-ე კინოფესტივალი 2012, 17 მაისი, 17:15 საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო კანის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა ფრანგმა მსახიობმა ბერენის ბეჟომ, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა წლევანდელ ოსკაროსან ფილმში“არტისტი“. ევროპული კინოს ჩვენება დაიწყო უეს ანდერსონის ფილმით „სავსე მთვარის სამეფო-"Moonrise Kingdom “. მასში მონაწილეობს მსახიობების ბრწყინვალე გუნდი: ტილდა სუინტონი, ედვარდ ნორტონი, ბრიუს უილისი და ბილ მიურეი. ჟიურის შემადგენლობაში ჟან პოლ გოტიეს გარდა შევიდნენ ევან მაკგრეგორი, დიანა კრუგერი, ალექსანდრ პეინი, ანდრეა არნოლდი და რაულ პეკი, თავმჯდომარე კი იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტი გახდა. ჟიურის საუკეთესოს არჩევა 22 საკონკურსო ფილმიდან მოუწევს. რაც შეეხება ვარსკვლავებს, მათ შესაძლებლობა მიეცათ ფესტივალის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ მოიწონონ თავი წითელ ხალიჩაზე. ბერენის ბეჟო დიანა კრუგერი Giambattista Valli Couture-ის კაბაში ჟან პოლ გოტიე, დიანა კრუგერი, ევან მაკგრეგორი ალეკ ბოლდუინი ტილდა სუინტონი, ბრუს უილისი, ედვარდ ნორტონი ტილდა სუინტონი Haider Ackermann-ს კაბაში ევა ლონგორია Marchesa-ს კაბაში ფრიდა პინტო Michael Angel-ის კაბაში ჰოფიტ გოლანი ჯესიკა ჩესტეინი Alexander McQueen-ის კაბაში დიანა კრუგერი Versus-ის კაბაში ფან ბინ ბინ Christopher Bu-ს კაბაში ევა ჰერციგოვა ლანა დელ რეი Alberta Ferretti-ის კაბაში 46 2-ს მოსწონს
|