x
image
worldsport.ge
ზაზამ “კლიპერსს” 5 ქულა ჩაუგდო

imageზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” სტუმრად “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” 102:106 დამარცხდა.
ზაზა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 20 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ზაზამ სამიდან 1 ორქულიანი გამოიყენა და 4-დან 3 საჯარიმო სროლა მოათავსა კალათში, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.
“მილუოკელთა” რიგებში საუკეთესო ბერძენი კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ ( 19 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი), მატჩის საუკეთესო მექულე კი “კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი იყო, რომელმაც გუნდს 27 ქულა შემატა.
“მილუოკს” სეზონში 14 მოგება და 14 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0