შოუბიზნესი ოქიტაშვილი პავლიაშვილის წინააღმდეგ 2014, 19 დეკემბერი, 16:58 ჩუბინიძის 15 წლის შენახული სკანდალური ამბავი - ვინ ესროლა სოსო პავლიაშვილს თბილისში
![]() ![]() - ჩემთვის სოსოზე საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩემი უფროსი ქალიშვილის ნათლიაა, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია-მიუღებელი იყო ის სიმღერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარცელდა სოციალური ქსელში... ერთი რამ ვიცი-როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი დამოკიდებულებაა, ათასობით ადამიანი საკუთარ მიწა-წყალს, სახლ-კარსაა მოწყვეტუილი და წლები სახლში დაბრუნებას ელის, მათთვის ასეთი ნაბიჯები თანამემამულეებისგან ბევრად მტკივნეულია. მხოლოდ ის არ მესმის, რატომ აკეთებენ აქცენტს მხოლოდ სოსოზე, ეს დუეტია თამარ გვერდწითელთან. მათგან არც მიკვირს, რადგან რუსეთის მოქალაქეები არიან, წლებია იქ ცხოვრობენ. იმედია, სოსო ჩემ სიტყვებს სწორად გაიგებს - მის არჩევანს არ ვამართლებ! ვინც მიცნობს, ჩემი დამოკიდებულება არავის გაუკვირდება. ვინც გინდა იყოს, თუნდაც საკუთარი ძმა, თუ სამშობლოს წინააღმდეგ წავა, ჩემთვის აღარ იარსებებს და დიახ, ამ სიმღერით, სოსო პავლიაშვილმა და თამარ გვერდწითელმა ომში დაღუპული ბიჭების გვამებს გადაუარეს და მათი საფლავები გადათელეს!... ჩავშალე და ჩავშლი ყოველთვის პავლიაშვილისა და გვერდწითელის კონცერტებსაც საქართველოში აღარ გავაკეთებ. ამის სურვილი არ მაქვს. არც შევხმიანებივარ და არც ვაპირებ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავიანთი რუსეთი და თვიანთი მდელოები“. რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით თავად სოსო პავლიაშვილი და თამარ გვერდწითელი, "ვარსკვლავები" ცდილობს მათთან დაკავშირებას და ნებისმიერ მომენტში როცა ეს მოხერხდება, ორივეს კომენტარს მაშინვე შემოგთავაზებთ. ![]() კატეგორიულად აკრძალულია ფოტოების უნებართვოდ დაკოპირება და გავრცელება 453 2-ს მოსწონს
|