ანეკდოტები "სელფი" 2014, 19 დეკემბერი, 15:14 იყო და არა იყო რა, ნეტზე უკეთესი რა იქნებოდა. ერთხელ, 10 წლის უნახავმა მეგობრებმა ნეტით იპოვეს ერთმანეთი. "სკაიპით" ჩაეხუტნენ, ერთმანეთის ხმა მოისმინეს, მოეფერნენ ერთმანეთს, სოც. ქსელებში კი არცერთი ფოტო დატოვეს მოწონების და "ტკბილი" კომენტარების გარეშე, სიამაყით გაიზიარეს კიდეც ერთმანეთის ფოტოები.
3 წლის მანძლზე ყოველ დღე ასე ეხმიანებოდნენ ნეტით. იმდენი რამ გაიხსენეს, იმდენი საიდუმლო გაანდეს ერთმანეთს, იმდენი იჭორავეს... დაა ბოლოს როგორც იქნა მოიფიქრეს შეკრებილიყვნენ, მაგრამ უი! როცა ერთმანეთს შეხვდნენ, აღარაფერი ჰქონდათ უკვე მოსაყოლი... თუმცა მაინც არ დაიბნენ ;) ისევ ფოტოები გადაიღეს, გაიხარეს, ყველა ატვირთეს, მოიწონეს და დააკომენტარეს და დააკომენტარეს...
ჰაჰ! ზღაპარი შუა საუკუნეების გადმოსახედიდან ...
რა ბოროტი ვარ არა??
რა ვქნა ამ ფოტომ შთამაგონა... ;)) 17 3-ს მოსწონს
|