სხვა ულამაზესი ნივთები ხისგან 2014, 23 დეკემბერი, 0:29 რათქმაუნდა ხე არის ისეთი მასალა, რომლიც ადვილად დასამუშავებელია და მისგან შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ნივთები და დეტალები.
ის იძლევა საშუალებას განასახიეროს ავტორის მხატვრული წარმოსახვა.
ხეზე მომუშავეს შეუძლია მრავალფეროვანი ფორმის, ფერის, დეტალის გაკეთება.
საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მისზე მუშაობა
შესაძლებელია სახლის პირობებშიც. ხის ნაკეთობები საოცრად ჰარმონიულად ჯდება ნებისმიერ ინტერიერში.მისი გამორჩეულობა და სილამაზე კი შემქმნელის მარჯვე ხელებსა და მრავალფეროვან ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ამ სტატიაში გაჩვენებთ ნივთებს, რომლებიც მხატვრული ხედვითაა შექმნილი და საოცრად ლამაზია. აღსანიშნავია, რომ ნივთები მთლიანად ხის მასალისგანაა გაკეთებული. ეს წარმოუდგენლად მშვენიერი ნივთები შექმნა ოჯახურმა წყვილმა. ნიჭიერმა დენიზმა, როგორც პროფესიონალმა მხატვარმა, მოიფიქრა მომავალი იერსახე და მისმა მეუღლე ჯორჯმა - უბრალოდ თვითნასწავლმა. ის წლები აკვირდებოდა ცოლის შემოქმედებას და მიიღო კოლოსალური პრაქტიკული განათლება. ამ ოჯახურმა წყვილმა, თავიანთი შემოქმედებისთვის მასალად აირჩიეს ხე. არჩევანი გაკეთდა მისი მოქნილობისა და ბუნებრივი ფერების გამო. ასე რომ თავიანთი სკულპტურებისთვის ისინი არ იყენებდნენ საღებავებს. იყენებდნენ ზეთის საღებავს და ლაქს, უკვე დასრულებული ნამუშევრის გასაპრიალებლად. მუშაობის პროცესში ჯონი ჭრის პირველ სახეს მომავალი შედევრისას, ხოლო მეუღლე სრულყოფილ სურათს ქმნის. როდესაც მუშავდება ხე საჭიროა მისი მნიშვნელოვანი თვისებების ცოდნა. მხატვრული სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ გამომშრალ ხეს. ახალმოჭრილი ხის ტენიანობაის შემცველობა არის 50-80%. ჰაერზე გამომშრალის ( შრობა მიმდინარეობს 3-6 თვე) -15-20% და ოთახში გამომშრალის 8-12%. ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 20% და უნდა იყოს თანაბრად გამომშრალი. ასევე სიმტკიცე დამოკიდებულია ხის სახეობაზე. მაღალი სიმტკიცე აქვთ ისეთ ხეებს, როგორიცაა: მუხა, წიფელი, რცხილა, კაკალი, ნეკერჩხალი და სხვა. რბილი სახეობებია: ფიჭვი, ნაძვი, ვერხვი, ცაცხვი. აღარ გავაგრძელებ მსგავსი დეტალების ჩამოთვლას. ფაქტია ასეთი მშვენიერების შექმნისას უამრავ ნიუანსს ექცევა ყურადღება და ამ ნიჭიერმა წყვილმა თავიანთი შრომით და ნიჭით შექმნეს არაჩვეულებრივი ნაკეთობები. დენიზი და ჯორჯი დენიზ ნილსენი და ჯორჯ უორტინგტონი - ეს არის უნიკალური შემოქმედებითი და ოჯახური ტანდემი, რომლებიც ქმნიან არაჩვეულებრივ სკულპტურებს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ადამიანს, როცა ნიჭთან ერთად მრავალფეროვანი ფანტაზიაც აქვს, ყოველთვის შეუძლია განსაკუთრებული და საინტერესო ნამუშევრებით გაგვაკვირვოს. 180 5-ს მოსწონს
|