x
image
ნინო ბექაური
8 ყველაზე საოცარი ყინულის სასტუმრო მსოფლიოში.
image



ზაფხულში გვაკლია თოვლი, ზამთარში კი ვნატრობთ სითბოსა და მზეს - ასეთია

ადამიანის ნატურა. არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ თოვლსა და სიცივეს

ან უბრალოდ უყვართ უჩვეულო ექსტრემალური დასვენება, რომელიც შეიძლება


მოიწყონ ყინულის სასტუმროებში.

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე საოცარ ყინულის სასტუმროებს.



1. Icehotel, შვეციაში


image


ეს იყო პირველი ყინულის სასტუმრო მსოფლიოში. მისი ფართობი 5500 კვადრატული

მეტრია და მას პერიოდულად უკეთებენ რესტავრაციას.

სასტუმროში ყველაფერი ყინულისგანაა გაკეთებული: კედლები, სწოლები, სავარძლები და ბარის ჭიქები...

ეს სასტუმრო მუშაობს დეკემბრიდან-აპრილამდე და მას ყოველწლიურად 50 000

ტურისტი სტუმრობს, რომლებიც ასევე აქდან აკვირდებიან ჩრდილოეთის ნათებას.


image


image



2. Kakaslauttanen Arctic Resolt, ფილანდია.


image



სასტუმრო მდებარეობს ლაპლანდიაში. სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ შუშის ან თოვლის

ქოხი. დამსვენებლებს აქვთ საშუალება მინის სახურავებიანი ქოხში თავისი

საწოლებიდან დატკბნენ ჩრდილოეტის ნათების მზერით.


image



image




3. სასტუმრო-დე-გლას, კანადაში.


image


ერთადერთი ძვირადღირებული ყინულის სასტუმროა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ყოველწლიურად აპროექტებენ მას და აშენებენ სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში.

აქ სტუმრებს ღებულობენ დეკემბრიდან-მარტამდე.

საწოლები ყინულისაა, რომელზეც დადებულია ხის ფიცრები და მატრასები. ზემოთ კი

საძილე ტომრები ან ბეწვი.

სასტუმროში არის ყინულის მთები და საქორწილო სამლოცველო.



image


image


image



4. The Balea Ice Hotel, რუმინეთი.


image


ასეთი ყინულის სასტუმრო პირველია აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს სასტუმრო მდებარეობს უნიკალურ ადგილას - ბეილის ტბის ნაპირას კარპატში.

ყველაზე იოლი გზა იქ მოსაახვედრად არის - წასვლა ცნობილი გზით Transfagarasan.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს დრაკულას გზაა. ასე, რომ უნდა იყოთ შემართული და

გაბედულები. განსაკუთრებით შეღამებისას :)

გარდა სასტუმროსი, იქ არის ყინულის რესტორანი, ბარი და ეკლესია.


image


image



5. Alpeniglu Igloo Village, ავსტრია.


image


ეს არის პატარა სოფელი, ათობით ქოხით. აქ შეიძლება გაათიოთ ღამე, რომელიმე ქოხში

ან დატკბეთ ყინულის სკულპტურების გამოფენით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა

მხატვერბის მიერაა შექმნილი.


image


image



6. The Sorrisniva Igloo Hotel, ნორვეგია.


image



სასტუმროს ტერიტორია 2000 კვ მეტრია და მისი თემა ყოველწლიურად იცვლაბა.

ირმის ნახატიანი საბნები, საძილე ტომრები და საუნები არ დაუშვებს თქვენს გაყინვას.


image


image



7. The Aurora Ice Museum, ალიასკა.


image



ეს სასტუმრო ღიაა მთელი წლის მანძილზე. იქ ღამის გათევა არ არის შესაძლებელი,

მაგრამ ღირს ვიზიტი ხელნაკეთი ჭაღების სანახავად, რომლებიც ყოველ 6 წამში

იცვლიან ფერს და არის ჩრდილოეთის ნათების სიმულაცია. ასევე ნახვა ყინულის

ქანდაკებების, განსაკუთრებით კი გიგანტური ჭადრაკის ფიგურების.


image


8. The Snow Village Snow Hotel, ფილანდია.


image


Snow Village, რომელიც გაშენებულია 20000კვ მეტრზე, ყოველ წელს იცვლის ფორმასა

და ზომას. მიუხედავად ცვლილებისა, აქ ყოველთვის არის ყინულის სკულპტურები,

ბარი, სამლიცველო და 30 ოთახიანი ყინულის სასტუმრო.


image


image


image

1
123
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბექაური
ნინო ბექაური
123
  
2016, 17 ოქტომბერი, 18:06
ულამაზესია
0 1 1