შოუბიზნესი ლიზა ბაგრატიონი ეთერ კაკულიას ბოდიშს უხდის 2014, 16 დეკემბერი, 0:57 გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა ჩვენმა ტელეკომპანიამ დიდი განხილვა და დავიდარაბა მოყვა და რომელიც მომღერალ ლიზა ბაგრატიონის მიერ მისსავე კონცერტზე, სცენიდან გამოცხადებულ ინფორმაციას ეხებოდა - ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ.
ბაგრატიონის ეს საქციელი ზოგიერთმა მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში ეცადა, რომ უბრალო შეცდომად მოენათლა და ინფორმაციაც ასე გაექარწყლებინა, გამოქვეყნდა რამდენიმე პოსტი, რომელიც ჩვენს (ანუ ამ (!) ინფორმაციის გამსაჯაროებლების) მიწასთან გასწორებას ცდილობდა, ლიზას მკაცრად გაკრიტიკებისთვის, რითაც კიდევ უფრო მეტი რისხვა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან, რის შემდეგაც თავად მომღერალმა გააკეთა განცხადება, რომელსაც გიორგი ზაქარელი ავრცელებს და რომელსაც ჩვენც უცვლელად გთავაზობთ Liza Bagrationi: - გუშინ, კონცერტის მსვლელობისთანავე პუბლიკის წინაშე მოვიხადე ბოდიში მათი შეცდომაში შეყვანის გამო და ვუსურვე გამოჯანმრთელება ქალბატონ ეთერ კაკულიას! სცენაზე გასვლის წინ გარშემომყოფებმა მითხრეს, რომ ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ქალბატონი ეთერის გარდაცვალების შესახებ და გადავწყვიტე გია ყანჩელის ის სიმღერა, რომელსაც მამაჩემის ხსოვნას ვუძღვნი ყოველთვის, ქალბატონი ეთერისათვის მიმეძღვნა! არ ვარ პირველი ვინც დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა და სამწუხაროდ არც უკანასკნელი! კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბოდიშს ვუხდი! ერთადერთი მიზეზი ჩვენგან, თემის აღარ-განვრცობისა, მომღერლის ღირსეული ბოდიშია, რომელიც მან ეთერ კაკულიას მოუხადა სახალხოდ, საჯარო სივრცეში. ჟურნალისტი რატი წულუკიძე 725 2-ს მოსწონს 2-ს არა
|