ეკონომიკა რა შეიძლება იყიდოთ ერთ დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2014, 15 დეკემბერი, 13:46 დოლარის კურსის კატასტროფული მატება ამ ბოლო ხანებში მეტად მტკივნეული თემაა თითოეული ჩვენგანისათვის. სულ ერთი თვის წინ ერთი აშშ დოლარის შეძენა 1, 70 ლარად იყო შესაძლებელი, ამ რამოდენიმე დღის წინ კი ამ ნიშნულმა 2 ლარს გადააჭარბა და დღეისათვის არსებული ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი, არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს. რა თქმა უნდა, კურსის მატება ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პროდუქტებსა და სხვა საქონელზე ფასების ზრდას იწვევს, რაც მძიმე ტვირთად აწვება თითოეული რიგითი მოქალაქის ოჯახს. ლარი სულ უფრო და უფრო კარგავს მსყიდველობით უნარს.
საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მოდით, გადავავლოთ თვალი რამოდენიმე განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას და ვნახოთ, თუ რისი ყიდვაა შესაძლებელი იქ ერთ დოლარად.
გრენლანდიაში ერთ დოლარად ერთი ლიტრი ბენზინის შეძენას შეძლებთ ავსტრალიაში თქვენ ერთ დოლარად ერთი წუთი შეგიძლიათ ისაუბროთ მობილური ტელეფონით მექსიკაში ამ თანხით იყიდით 48 ბანანს ზიმბაბვეში ერთ დოლარად უამრავი რამის ყიდვას შეძლებდით. ხარარეში არსებობს ეგრეთწოდებული "დოლარის ბაზარი", სადაც ერთ დოლარად შემოგთავაზებენ ათასნაირ ტანსაცმელსა და კვების პროდუქტებს კანადაში ერთ დოლარად იყიდით ერთ ორგანულად სუფთა ვაშლს ჰაიტიში ერთ დოლარად იყიდით ბრინჯისაგან დამზადებულ ოთხ სხვადასხვა კერძს ბელგიაში ამ თანხად ერთი შეკვრა საღეჭი რეზინა მოგივათ ვენესუელაში თქვენ შეგიძლიათ ერთ დოლარად ბენზინით გაავსოთ თქვენი მანქანის ავზი საუდის არაბეთში ერთ დოლარად გაივლით ტაქსით ერთ მილს ჰონდურასში კი ამ თანხად ქალაქის ნებისმიერ წერტილში მიგაბრძანებენ იტალიის ქალაქ განჯიში ერთ დოლარად შეგეძლებათ იქირაოთ ბინა ერთი დღით ფინეთში ამავე თანხად შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ტუალეტით დანიაში იყიდით შოკოლადს Kinder maxi იორდანიაში ერთ დოლარად შეიძენთ შოკოლადს, პეპსის და ერთ პაკეტ ჩიპსს ინდონეზიაში შეგიძლიათ ერთ დოლარად მშვენივრად ისადილოთ კაფეში ჩინეთში შეგიძლიათ იყიდოთ ერთი პინტი (1, 25 ლიტრი) ჩამოსასხმელი ლუდი აი ჩეხეთში კი სამი ბოთლი ლუდის ყიდვა შეგიძლიათ ერთ დოლარად ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში ინგლისში ამ თანხად თქვენ შემოგთავაზებენ ერთ ცალ კვერცხს მარინადში ვიეტნამში კი 40 ცალი მწყერის კვერცხის ყიდვა შეგეძლებათ იგივე თანხად ეგვიპტეში ერთ დოლარად ექვსი ცალი საკმაოდ დიდი ზომის სენდვიჩი მოგივათ პორტუგალიაში კი თქვენ გელოდებათ მომცრო ფინჯანი ყავა ესპრესო შვეიცარიაში ერთ დოლარად მიიღებთ სულ პაწაწინა ნაჭერს საქვეყნოდ განთქმული შვეიცარიული ყველისა ტაილანდში იგივე თანხად მიიღებთ მწვანე ტაიური კარისა და ბრინჯის ერთ ულუფას კენიაში ერთ დოლარად იყიდით რვა თავ კომბოსტოს, ოთხ პამიდორსა და ექვს ცალ ხახვს ირლანდიაში ამ თანხად მოგივათ ერთი პატარა პაკეტი ჩიპსი ნეპალში კი ერთ დოლარად გასინჯავთ ეროვნული კერძის მანტის ათ ცალს ნორვეგიაში ამ თანხად თქვენ ვერაფერსაც ვერ იყიდით (გასკდა გული, ვაითუ მშიერი კვდებიან ჩემი ბიჭები...) 925 17-ს მოსწონს
|