x
image
მანჩო 777
როგორ ამზადებენ ნატურალურ ტყავს მაროკოს ფაბრიკებში
ტყავის წარმოება მაროკოში ჯოჯოხეთურ პირობებში ხდება: თაკარა მზის ქვეშ მუშები ხელით ამუშავებენ ტყავის ნედლეულს და ამ დროს მუხლებზე დგანან კირიან წყალში. ქარხნული წარმოებისაგან განსხვავებით აქ მხოლოდ ნატურალური საღებავები გამოიყენება. მოდით ვესტუმროთ მარაკეშის ერთერთ ტყავის გადამამუშავებელ საწარმოს

image

მთელი წარმოება მიმდინარეობს ხელით, აუტანელი მზის ქვეშ და საზიზღარი სუნის თანხლებით

image



ამ ურმებით მიაქვთ ტყავები დასამუშავებლად. როგორც წესი, ეს საქონლის, თხის ან ცხვრის ტყავია


image


მიღებულ ტყავებს აქ ახარისხებენ

image


შემდეგ ტყავი ექვემდებარება პირველად დამუშავებას-მას ალბობენ კირიან წყალში, ხოლო იმისათვის, რომ ტყავი რბილი გახდეს, წყალში უმატებენ ძაღლების, მტრედების ან ქათმების ნაკელს. სწორედ ამიტომ ტრიალებს ირგვლივ ჯოჯოხუთურად საზიზღარი სუნი

image


თუმცა როგორც ჩანს, მუშებს ეს სუნი სულაც არ აწუხებთ, ან უკვე იმდენად არიან შეჩვეულნი, რომ ვეღარ გრძნობენ სიმყრალეს

image


აი ასე გამოიყურება მარაკეშის ერთ-ერთი ტყავის გადამამუშავებელი საწარმო

image


ამ წყალში ტყავებს აჩერებენ რამოდენიმე დღე, ხშირად რამოდენიმე კვირაც კი

image


დალბობის მერე ტყავი სახელოსნოში იგზავნება, აქ მას საბოლოოდ აცლიან ბეწვებს

image


შემდეგ ტყავს ალბობენ სუფთა წყალში და აშრობენ

image


შემდეგი ეტაპია ტყავის შეღებვა: მას ისევ ალბობენ სხვადასხვა ფერის საღებავით სავსე აბაზანაში და ასე აჩერებენ რამოდენიმე კვირა

image


აქ არანაირი ქიმიური საღებავი არ გამოიყენება, ყველაფერი ნატურალურია.მაგალითად, ყვითელი ფერის მისაღებად შაფრანი გამოიყენება, წითელის მისაღებად-პაპრიკა.

image


მზა ტყავი იგზავნება სახელოსნოებში, სადაც კერავენ ჩანთებს, ფეხსაცმელებს, პუფებს და სხვა ნივთებს, ხშირ შემთხვევაში მათ აქვე ყიდიან კიდეც

image


აი ეს კი მზა პროდუქცია: მაროკოული ბაბუშები

image


0
828
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
828
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0