21 წლის ოქსფორდის სკოლის სტუდენტმა წლები შემდეგ იძია შური. შურისძიების ტკბილი იყო!
სკოლაში ლუიზა მენინგს დასცინოდნენ, მას "თმიან მონსტრს"უწოდებდნენ და დასცინოდნენ ჭარბი წონის გამო.
რამდენიმე თვის შემდეგ მსგავსი დამცირების და დაცინვის გამო გოგონას დაეწო კვებითი დარღვევები, შფოთვა, ხოლო თვითშეფასების უნარი ნულამდე დაეცა.
ზოგი ჭირი მარგებელიაო..იგი მომხიბვლელ, ტანწერწეტა, თვითდაჯერებულ ახალგაზრდა ქალად იქცა.
გასულ პარასკევს, ოქსფორდის სკოლაში მეჯლისი გაიმართა და იქ ლუიზა სრულიად შემთხვევით შეხვდა მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვალებელს სკოლის პერიოდში. ახალგაზრდა კაცს ძალიან მოეწონა ლუიზა და პაემანიც დაუნიშნა.
გოგონას ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცა სამაგიერო გადაეხადა არამზადასთვის....თუნდაც წლების შემდეგ! გოგონა წინასწარ მოვიდა რესტორანში და ოფიციანტს დაუტოვა წერილი თხოვნით:გადაეცათ იმ ბიჭისთვის, როდესაც რესტორანში შემოვიდოდა.
წერილში, მან შეახსენა ახალგაზრდა კაცს, რომ ის 10 წლის წინ მას მსუქანს და "თმიან მონსტრს ეძახდა".
ლუიზა რა თქმა უნდა პაემანზე არ მივიდა.
სამაგიეროდ ლუიზამ წერილი Facebook-ზე დადო და თან დაურთო ფოტო, სადაც ის 12 წლის იყო. მისი პოსტი 600 ადამიანმა გაიზიარა და 15, 000 მოწონება მიიღო..
მენინგი წერს, რომ ახალგაზრდა კაცმა ბოდიში მოუხადა, თუმცა ძალიან გვიან, 10 წლის შემდეგ... ", ბოდიში ბოდიშია, საოცარია ...ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მე ის საბოლოოდ მივიღე", - ამბობს ის.