x
image
natia.a
რითი ხიბლავენ ქალებს სხვადასხვა ეროვნების მამაკაცები
imageქალის და მამაკაცის ურთიერთობის დაწყების პირველი ეტაპი, ცხადია მოხიბვლასა და არშიყობას უკავშირდება. ეს ალბათ ყველაზე რომანტიული და სასიამოვნო პერიოდია, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული ურთიერთობის შემდგომი განვითარება. სხვადასხვა ქვეყანაში მამაკაცებს ქალის მოხიბვლის სხვადსხვა მეთოდები აქვთ.


იტალიელი მამაკაცი ევროპაში ყველაზე სასურველ პარტიად მიიჩნევა. იგი გულღიაა, მიმნდობი და არ მალავს რეალურ მიზნებს. იტალიელმა იცის ქალთან ლამაზი არშიყობა, საჩუქრების კეთება, ყვავილების მირთმევა და კომპლიმენტების თქმა. მას არ უყვარს ინტრიგები და ამიტომ, მისთან ურთიერთობა ყოველთვის ნათელია. ქალს თავიდანვე შეუძლია მიხვდეს, რამდენად სერიოზულია მისი კავალერის გრძნობა.


ფრანგი მამაკაცი საერთოდ არ ჰგავს იტალიელს. მას შეუძლია ერთდროულად, ერთმანეთისგან ფარულად რამდენიმე ქალს ხვდებოდეს, ბოლოს კი სერიოზული ურთიერთობისთვის არც ერთი არ აირჩიოს. საჩუქარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუკეთებს, თუ ნამდვილად მოსწონს. სხვა შემთხვევაში ფრანგი კაცი ფულს ტყუილად არ დახარჯავს.


ესპანელი მამაკაცი გამოირჩევა აშკარა ტემპერამენტით. იგი ჯერ კიდევ არშიყის პერიოდში ეჭვიანობს ქალზე. ესპანეთში მამაკაცის მიზნებს შემდეგნაირად აფასებენ: თუ კაცი ქალს შეხვედრაზე შუადღისას პატიჟებს, ე.ი. ფიქრობს "სიმპათიური ხარ"; თუ ნაშუადღევს - "მომწონხარ"; ხოლო საღამოს დაპატიჟება ნიშნავს - "მინდიხარ".



გერმანელი მამაკაცი გამოირჩევა პედანტობით. იგი არშიყობისას, არასოდეს დაპირდება ქალს ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას. არც მორიდებულობით გამოირჩევა, შეიძლება პირველივე პაემანზე ქალს სექსი შესთავაზოს. როგორც წესი, გერმანელი პირველ შეხვედრას კაფეში ნიშნავს, მეორეს - კინოში, მესამეს კი ქალისავე სახლში.


ინგლისელი მამაკაცი დიდი ხანია ჯენტლმენობასთან ასოცირდება. იგი ქალბატონის ყურადღებას მოწესრიგებულობითა და დახვეწილობით იქცევს. პაემანზე გახამებული, კარგად დაუთოვებული პიჯაკით და ლაქის ფეხსაცმლით მივა. ქალის მიმართ კი დიდ ყურადღებას გამოიჩენს, გულდასმით მოუსმენს და მისი ყველა პრობლემით დაინტერესდება.


ამერიკელებს ყველაფრის სრაფად "მოგვარება" ურჩევნიათ. ისინი პაემანზე მეგობრებთან ერთად მიდიან: გოგოს დაქალი მიჰყავს, ბიჭი კი ძმაკაცებთა ერთად მიდის. ყველაზე ხშირად პირველივე შეხვედრას სექსი მოსდევს, რის შემდეგაც ყველაფერი მთავრდება.


იაპონელი მამაკაცები ცდილობენ ყველა სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე. "ამომავალი მზის ქვეყნის" მამაკაცმა შეიძლება დაპატიჟოს გოგო რესტორანში, მოაწყოს რომანტიული საღამო, ვახშმის შემდეგ მიაცილოს სახლამდე. ორიოდე საათში კი შეიძლება დაურეკოს და უთხრას: "დიდი მადლობა ვახშმისთვის, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არა აქვს. მაპატიე!".


ჩინელ კაცებს შეხვედრებზე მეგობრებთან ერთად სიარული უყვართ. ისინი არც ფულს იშურებენ და ცდილობენ გოგოს დანახარჯები თავად აიღონ საკუთარ თავზე, ზოგჯერ მისგანვე შეუმჩნევლად. რომანტიული ვახშმის შემდეგ ჩინელი მამაკაცი აუცილებლად მიაცილებს ქალს სახლამდე. ისინი ურთიერთობას არ აბამენ მხოლოდ ერთჯერადი სექსის გამო.


არაბმა, თურქმა და ირანელმა მამაკაცებმა ნამდვილად იციან ქალის მოხიბვლა. არშიყობის პერიოდში ისინი ქალს ყველა სურვილს უსრულებენ, დაჰყავთ რესტორნებში, ჩუქნიან ძვირადღირებულ საჩუქრებს. არც კომპლიმენტებს იშურებენ და ქალს ხოტბას ასხამენ. მაგრამ თუ აღმოსავლელი მამაკაცი არ ჩქარობს ქალს ოჯახი გააცნოს და არ ყიდულობს მისთვის ოქროს, ესე იგი სერიოზულ ურთიერთობაზე იმედის დამყარება არ ღირს.


ტაილანდელი მამაკაცი არშიყობის ეტაპზე ქალს სახლში პატიჟებს და მშობლებს აცნობს. თუ მათ გოგო მოეწონათ, დიდი შანსია, რომ მან კაცის გულიც დაიპყროს.





1
138
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
138
  
2014, 14 დეკემბერი, 22:29
ქართველის ტიპაჟის მიგეწერა


თუ მამას ფული აქვს ქალს საჩუქრებს არ აკლებს,თუ მამას მანქანა ყავს მანქანითაც გაასეირნებს და ა.შ.
0 1 1