კინო როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვეს 2014, 14 დეკემბერი, 12:50 კინემატოგრაფიას საფუძველი ოდითგანვე აქვს ჩაყრილი, უამრავი ფილმიც ნამდვილ შედევრს წარმოადგენს თავისი შინაარსით, ხიბლით, მსახიობებითა და ვიზუალური მხარეებით. ვარსკვლავები კი, რომელთაც ჩვენ ეკრანებზე, ელექტრონული საშუალებით, ჟურნალებითა თუ ისტორიული წიგნების წყალობით ვეცნობით, ასევე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და არიან. მათაც ჩვეულებრივი ადამიანივით გააჩნიათ სიხარულის განცდა, აღტაცება, მწუხარება, ხალისი, სევდა, ტკივილი- როგორც ეს ბუნებრივად ხდება ხოლმე ფაქტებიდან გამომდინარე. ხშირად კი საყვარელი პროფესიის გამო, როლისთვის მსხვერპლშეწირვა უწევთ არა პირდაპირი გაგებით, არამედ შემოფარგლული მცირე დაზიანებებით. ალბათ ყველას გეცნობათ შემდეგი ფრაზები: "შოუ უნდა გაგრძელდეს", ამიტომ მსახიობები აგრძელებენ თამაშს მიუხედავად სხეულის მცირე დაზიანებისა და მოტეხილობისა, ვინაიდან რთულია ზუსტი პროგნოზირება თუ სად ელოდებათ საფრთხე, შეიძლება გადაურჩნენ რთულ "ტრიუკს", თუმცა ადვილი შესაძლებელია უმტყუნოთ უბრალო კაბამ. ერთი სტყვით კი წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც როლის დროს დაშავდნენ და ფილმში სწორედ ეს ორიგინალი გაუშვეს.
აი ისინიც: 1. Fred Astaire-ი ფილმში - "Follow the Fleet" (დაიცავით ფლოტი). 1939 წელს ფილმ "დაიცავით ფლოტში", სადაც მთავარი გმირები Ginger Rogers-ი და Fred Astaire-ი ასრულებდნენ 3 წუთიან ცეკვას, მოხდა გაუთვალისწინებელად ფრედის დაშავება და თქვენ წარმოიდგინეთ მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჯინჯერის კაბა აღმოჩნდა, რომელიც იყო საკმაოდ მძიმე იმის გამო, რომ იყო დაფარული მთლიანად მძივებით. კაბის სიმძიმის გამო ფრედმა მოახდინა როტაცია პარტნიორის დასაცავად ცეკვის დროს და თავად დაარტყა ყბა. რეჟისორმა აღნიშნული ცეკვის სცენის გადაღება 20-ჯერ სცადა, თუმცა საბოლოოდ მაინც ეს ორიგინალი გაუშვეს ფილმში, რადგან სხვა დანარჩენს აჯობა. 2. Channing Tatum-ი ფილმში - "Foxcatcher" (მელიაზე მონადირე). არაჩვეულებრივი მსახიობი და მოდელი Channing Tatum-მა მიიღო სენსაციური ტრავმა ფილმ "მელიაზე მონადირე"-ს გადაღების დროს. აღნიშნულ სცენაში მას აბაზანაში უნდა გაეტეხა სარკე თავით, თუმცა დარტყმა იმდენად ძლიერად განახორციელა, არამარტო სარკე, არამედ კედელიც გაამტვრია, სადაც ეს სარკე ეკიდა. დუბლი აღმოჩნდა იმდენად შთამბეჭდავი, რომ ფილმში ორიგინალი გაუშვეს. 3. Viggo Mortensen-ი ფილმში - "Lord of the Rings. The Two Towers " (ბეჭდების მბრძანებელი. ორი ციხესიმაგრე). ოთხი დუბლის გადაღების შემდეგ, რომლის სცენარის დროსაც ვიგო ჩაფხუტს ისვრის "წიხლით", უშედეგო აღმოჩნდა. მეხუთე დუბლის დროს კი მან მოიტეხა ფეხზე ორი თითი, რის გამოც აღმოხდა შემზარავი ყვირილი. "ეს იმდენად ბუნებრივი იყო, ზუსტად ზედ გამოჭრილი სცენარისთვის, რომ ვიფიქრე არის, მაგარია, გადაღებულია. ვიგომაც ჩაამთავრა გადაღება და მხოლოდ მას შემდეგ გამოგვიტყდა ტრავმის შესახებ, არადა ჩვენ ყოველი გადაღების დროს გვყავს ექიმი, შეგვიძლია შევაჩეროთ მუშაობა, დავამუშავოდ ჭრილობა და შემდეგ... თუმცა ვიგოს ყოჩაღ. სწორედ ამავე ფილმის გადაღების დროს გაიტეხა ნეკნი Orlando Bloom-მა. ე.ი. იმდენად მდიდარია ფილმი ტრავმებით, რომ ორიგინალები გავუშვით და მშვენიერი გამოვიდა"- ამბობს ფილმის რეჟისორი Peter Jackson-ი. 4. Leonardo DiCaprio ფილმში - "Django liberation" (ჯანგოს განთავისუფლება). "ვისაც გაქვთ ეს ფილმი ნანახი, გაგახსენდებოდათ სცენა, სადაც ლეო გაბრაზებული მუშტს ურტყამს მაგიდას და სრულიად შემთხვევით, სცენარის გარეშე გატეხავს ახლოს მდებარე "ბოკალს". კადრში ასევე კარგად ჩანს როგორ სჩქეფს ხელიდან სისხლი. ლეო არ დაბნეულა მომხდარით, მან გააგრძელა მონოლოგი და ბოკალის ნამსხვრევებს იღებდა ნელ-ნელა ჭრილობიდან. ეს ისეთი შთამბეჭდავი და ძლიერი კადრი აღმოჩნდა, გავუშვით ორიგინალით"- ამბობს ფილმის რეჟისორი Stacey Sher-ი. 5. Brad Pitt-ი ფილმში - "Seven" (შვიდი). ფილმში “შვიდი”, წვიმიან ღამეს დევნის სცენის დროს ბრედმა მოიტეხა მაჯის მყესი. ტრავმა იყო იმდენად ძლიერი, რომ სცენარს დაჭირდა კორექტირება. 6. Halle Berry-ი ფილმში - "Gothic" (გოთიკა). ფსიქოლოგიურ თრილერში “გოთიკას” სცენარის დროს, სადაც Robert Downey Jr-ს ეწინააღმდეგება Halle Berry-ს, ძლიერმა სქესმა ვერ გათვალა მანდილოსანის შესაძლებლობები და მას ხელი მოსტეხა. ფილმის გადაღება კი 2 თვით გადაიდო, ვიდრე ფილმის მთავარი გმირი არ გამოჯანმრთელდა. 7. Margaret Hamilton-ი ფილმში -"The Wizard of Oz" (ჯადოქარი Oz-ის ქვეყნიდან). მარგარეტმა ფილმში, სადაც ბოროტი ჯადოქრის როლს ასრულებდა, გაუჩინარების სცენარის დროს, გაუმართავი პიროტექნიკური ლუქის გამო მიიღო სახეზე მესამე ხარისხის დამწვრობა. გრიმით ფილმისთვის სახე დაფარეს, ხოლო ხელს კი, გრიმმაც ვერ უშველა, საბოლოოდ მის გამოჯანმრთელებას 6 კვირაზე მეტი დაჭირდა. მიუხედავად მარცხისა, რეჟისორი Victor Fleming-ო აღნიშნავს, რომ კადრი იყო ყველაზე წარმატებული. 8. Nicole Kidman-ი ფილმში - "Moulin Rouge" (მულენ რუჟი). კრიტიკოსების დიდი რეაგირება გამოიწვია ფილმმა "მულენ რუჟმა" და ნიკოლის შესრულებულმა ცეკვამ, რომლის გადაღების დროს პარტნიორის Ewan McGregor-ის დაუდევრობამ მისი დაცემა და შესაბამისად ნეკნის გატეხვა გამოიწვია. "როდესაც იწყო ნეკნმა შეხორცება, ვიფიქრე სამედიცინო "კორსეტს" გავიკეთებ და იქნებ აღარ მეტკინოს და შევძლო ცეკვა, თუმცა ვერა, საშინელი ტკივილები ახლდა მას, თითქოს ხელმეორედ გავიტეხე ნეკნი"- იხსენებს ნიკოლი. სწორედ ამიტომ ფილმის სცენარის მსვლელობისას ის უმეტესად ზის. P.S. ფილმის კადრიდან ამოჭრილი მოძრავი, ორიგინალი სცენარები მქონდა სტატიის დასართავად, თუმცა რატომღაც სისტემამ არ გამიშვა, ამიტომ ფოტოების შესაბამისი რაკურსით მოძებნა დამჭირდა. 3477 24-ს მოსწონს 2-ს არა
|