x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138323
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
მარჩელო ლიპი ჩინეთში იმუშავებს
imageიტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, მარჩელო ლიპი, სამუშაოდ ჩინეთში მიდის, მან დაადასტურა, რომ კლუბ "გუანჯოუ ევერგრანდთან" უკვე ოთხი თვეა მართავს მოლაპარაკებებს.

"მე ვნახე ჩინეთის სუპერ ლიგის რამდენიმე თამაში, მომწონს აქაური სიტუაცია, მე ვნახე უამრავი ფანი "გუანჯოუს" წითელი მაისურებით, მოხარული ვარ, რომ აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ, დღის მეორე ნახევარში მე უკვე სტადიონზე წავალ და სამწვრთნელო საქმიანობას შევუდგები. იმედი მაქვს, ჩემს ამ ნაბიჯს, სხვა ევროპელი მწვრთნელებიც მიბაძავენ და ამ მშვენიერ ლიგაში გადმოვლენ სამუშაოდ."

ლიპიმ დასძინა, რომ იგი უკვე ჩამოყალიბებულ გუნდში მივიდა, რისთვისაც კლუბის ყოფილ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა.

იტალიელი სპეციალისტის კონტრაქტი ორწლინახევრიანია.


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "გუანჯოუს" მალე დორტმუნდის "ბორუსიას" პარაგვაელი თავდამსხმელი, ლუკას ბარიოსიც შეუერთდება.

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0