ამ სამყაროში მუდმივი არაფერი არ არის. მათ შორის ქორწინება, რომელიც დღესდღეობით იშვიათად თუ უძლებს დროს. ჰოლივუდში განქორწინება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, აქ საქორწინო კონტრაქტი ქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ხშირად, ერთ-ერთი მხარე კონტრაქტის პირობებით ბოროტად სარგებლობს და მზად არის, განქორწინების შემთხვევაში, ოდესღაც მისთვის საყვარელი ადამიანი ყველაფრის გარეშე დატოვოს. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილებს, რომელთა საქორწინო კონტრაქტებიც აბსურდულად არის აღქმული.
მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი
ვინაიდან, დუგლასი დარწმუნებული იყო, რომ ქეთრინს ისევე არ უღალატებდა, როგორც პირველ ცოლს, დათანხმდა, კონტრაქტში ღალატის პუნქტი ჩაედოთ,
რის შემთხვევაშიც, ქეთრინი ბონუსის სახით 5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. კონტრაქტის ძირითადი დებულება კი ასე გამოიყურება : განქორწინების შემდეგ ქეთრინი მიიღებს 2, 8 მილიონ აშშ დოლარს ქორწინებაში ყოფნის ყოველი წლისთვის.
ბრიტნი სპირსი და კევინ ფედერლინი
მათი კონტრაქტი 60 გვერდისგან შედგება, რომელზეც საკმაოდ დიდხანს იმუშავეს ადვოკატებმა და შედეგად, მთლიანად დაცულია ბრიტნი სპირსის 65 მილიონი აშშ დოლარი. განქორწინების შედეგად, კევინი მხოლოდ 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, მაშინ როდესაც, რომ არა კონტრაქტი, ის თავისუფლად მიიღებდა მინიმუმ 35 მილიონ აშშ დოლარს.
დონალდ ტრამპი და ივანა ტრამპი
როდესაც წყვილი დაქორწინდა, არავინ იცოდა მათი კონტრაქტის შინაარსი. თუმცა, მათი განქორწინების შედეგების მიხედვით ადვილია მისი გამოცნობა. ივანამ მიიღო 20 მილიონი აშშ დოლარი, სახლის ღირებულების თანხა - 14 მილიონი აშშ დოლარი და
სარჩოს სახით 350, 000 აშშ დოლარი ყოველ წელს.
ჯესიკა სიმფსონი და ტონი რომო
გავრცელებული ხმების მიხედვით, მათ კონტრაქტში ცოტა სახუმარო პუნქტია ჩადებული, რის მიხედვითაც, ჯესიკა სომფსონი განქორწინების შედეგად მიიღებს, ქორწინების შემდეგ მომატებული თითოეული კილოგრამისთვის 500, 000 აშშ დოლარი.
ტომ კრუზი და კეით ჰოლმსი
ჰოლმსი განქორწინების შედეგად მიიღებს 3 მილიონ აშშ დოლარს ყოველი წლისთვის, რაც ქორწინებაში გაატარა. გარდა ამისა, თუ მათი ქორწინება 11 წელს მაინც გასტანს, ის დამატებით მიიღებს ტომ კრუზის შემოსავლის - 250 მილიონი აშშ დოლარის ნახევარს. ასევე, ბავშვების ალიმენტის სახით - 400, 000 აშშ დოლარს წელიწადში
თითო ბავშვზე.