რელიგია რას ნიშნავს ანიმატიზმი, დემონოლოგია,მამონა, მეტაფსიქოზი და ვინ არიან უნიტარიები, იეზუიტები, იეღოვისტები, ორმოცდაათიანელნი 2014, 12 დეკემბერი, 22:53 ანიმატიზმი - (ლათ.ანიმატუს-გაცოცხლებული, გასულიერებული)-ყოველი რელიგიისათვის დამახასიათებელი უძველესი წარმოდგენა ბუნების გაუპიროვნებელ ძალაზე, რომლის წყალობითაც თითქოს ხდება უხვი მოსავლის მოწევა, პირუტყვის გამრავლება, წარმატება ნადირობაში, თევზაობაში, ბრძოლაში თუ შრომაში (ინდიელთა, ესკიმოსთა და სხვა ხალხთა რწმენით). ეს ძალა არაა გაპიროვნებული, მაგრამ ჩანს, არის უძველესი ცდა სამყაროს ერთ მთლიანობაში გააზრებისა.
![]() ![]() მეტაფსიქოზი - (ბერძნ. მეტემფსიხოზი-სულთა გადასახლება)-რელიგიურ-მისტიკური შეხედულება სულის გადასახლებაზე მიცვალებულის სხეულიდან ახალშობილის ან მეორე არსების სხეულში, სულის რეინკარნაცია. რწმენა უძველესი დროისაა, დადასტურებულია აზიაში, ჩრდ. ამერიკის ინდიელთა შორის, მაგრამ მთელი სისრულით დამუშავდა ინდოეთში. წინაპრის სული მეტაფსიქოზის კანონის ძალით შესახლდება მემკვიდრეში, თანაც ეს წინაპარი ხშირად ტოტემური, ცხოველისეულია. ადამიანი მოვალეა იყოს მართლმორწმუნე, ესწრაფოს სრულყოფას, რის შედეგადაც მისი სული შესახლდება უფრო მაღალ, სრულყოფილ სხეულში, ან თუ მიაღწია კარმას, მოქმედების სრულყოფას, თავისი "მომავლისათვის ზრუნვას", მაშინ შეიძლება სულაც შეწყდეს სანსარა-გარდაქმნა და სულის გადასალება, შეწყდება ნირვანა და ადამიანი ქრება, როგორც ჭრაქი, რომელშიც ზეთი ილევა. ის თავისუფლდება ყოველგვარი გარდაქმნისა და მიწიერი ვნებისაგან. ბუდისტები სულის უკვდავებას და გადასახლებას უარყოფენ, მაგრამ ადამიანის სულიერი, ფსიქიური და ფიზიკური ძალების კომპლექსი გარდაცვალების შემდეგ კვლავ შეიყრებიან და ახალი პიროვნება წარმოიქმნბა. თუ ადამიანი ცოდვილია და უღირსი, ინდუიზმის მხედვით მისი სული გადასახლდება უფრო დაბალ არსებაში, ან ცხოველში, ან მწერში, ასპიტშიც კი. ამისი შიში მრავალ მორწმუნებს აიძულებს, თავის ნირვანას შეეწიროს. ![]() იეღოვისტები- იეღოვას (იაღვეს) მოწმეები-უაღრესად რეაქციული რელიგიური მიმდინარეობა, სექტა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა აშშ-ში (შტაბ-ცენტრია ნიუ-იორკის გარეუბანში, ბრუკლინში), 1872 წელს, როცა სექტა ვაჭარმა, ჩარლზ რასელმა გამოყო "მეორედ მოსვლის" მქადაგებელ ადვენტისტების სექტისაგან. 1931 წელს ეწოდა "იეღოვას მოწმეთა" სექტა. მისი პრეზიდენტი ითვლება იეღოვას მოადგილედ დედამიწაზე, აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, უამრავი ფილიალი მსოფლიოში, ფლობს თითქმის უფასო პრესას, რადიოს, ორგანოებს ("საგუშაგო კოშკი" "ინფორმატორი") ამყარებს მკაცრ წესრიგს. ჰგავს ადვენტისტებს, განირჩევა ზოგი რამით: სწამს სამების ნაცვლად მხოლოდ იეღოვა, რომლის ნების ამსრულებელიც არის ქრისტე (ის არაა ღმერთი); სამყაროში ერთმანეთს ებრძვის ორი საწყისი: იეღოვა და სატანა (ლუციფერი). საბოლოო ბრძოლაში (არმაგედონი) დაიღუპება ლუციფერი და მისი არმია. არ სწამთ სულის უკვდავების, არც სამოთხის, 144 000 იეღოვისტი ნტართა რანგში ავა, სხვას დაღუპვა ელის.სსრ კავშირში ნაწილი ფარულად ეწეოდა მოქმედებას სოციალიზმის წინააღმდეგ, უარყოფდნენ თვით მშვიდობისათვის ბრძოლას. პირველად ნახევარ მილიონამდე წევრი ჰყავდათ, ამჟამად თითქმის მთელს მსოფლიოში ქადაგებენ. პირველად იეღოვსტები იყვნენ მოსეს ხუთწიგნეულის მკვლევარნი. შემდეგ იქცა მკაცრ სექტად, რომლის რწმენითაც 1914 წელს უკვე მოევლინა ქვეყანას სატანა, ასე რომ მეორედ მოსვლა უკვე იყო და უნდა ველოდეთ საყოველთაო განაჩენს, დაღუპვას, ცეცხლს, წარღვნას. ![]() უნიტარიები - (ლათ. უნიტას-ერთიანობა) -ღმერთის სამერთიანობის დოგმატის უარმყოფელ ქრისტიანთა კავშირი, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მთავარი დოგმატის ჩამოყალიბებასთან ერთად. (II-IV ს.). ცნობენ ერთიან და არა სამპიროვან ღმერთს. პირველად უწოდებდნენ ანტიტრინიტარიებს (ტრინიტას-სამება, ანტი-წინააღმდეგი). ძე-ღმერთი და სულიწმინდა მიაჩნდათ არა ღმერთებად, არამედ ღმერთის გამოვლინებად. აიტაცეს პროტესტანტებმა იტალიასა და პოლონეთში, სადაც მათ სოცინიანები ეწოდათ. შემდეგ უკვე ამერიკაში. დევნიდნენ კათოლიკები, აგრეთვე პროტესტანტებიც. ამჟამად ცოტანი არიან (აშშ-ში 10 000, ინგლისში 25 000-მდე). მათი წარმოდგენით ღმერთია მსოფლიო გონება, თითქმის ბუნებასთან გაიგივებული (ამით უახლოვდებიან დეიზმსა და პანთეიზმს). დიდი ექიმი სერვეტი ნელ ცეცხლზე დაწვეს უნიტარიების მხარდაჭერისთვის (დიქტატორის, "ჟენევის პაპის" კალვინის ბრძანებით). ინგლისელი მეცნიერი, ჯონ პრისტლი იძულებული გახდა ამერიკაში გადასახლებულიყო. რჯულშემწყნარელობის კანონი ინგლისში უნიტარიებს შეეხო მხოლოდ 1813 წელს. წყარო: აკაკი გელოვანი "რწმენა, ღმერთები, ადამიანები" (1990 წ) 668 4-ს მოსწონს
|