პოლიტიკა ინდოეთი რუსეთთან ერთად ბირთვული რეაქტორებს ააგებს 2014, 12 დეკემბერი, 20:07 ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთი აზიასთან კავშირების გაღრმავებით პასუხობს, ამით თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და უკვე საკმაოდ შერყეული ეკონომიკის გადარჩენას ლამობს. ინდოეთი აპირებს რუსეთთან ერთად ააშენოს ათამდე ბირთვული რეაქტორი, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ მინისტრმა პუტინთან ნიუ დელიში საუბრის შემდეგ განაცხადა. როგორც ინდოელმა ექსპერტმა რუსეთის საკითხებში აღნიშნა, რუსეთს ამით სურს, დაანახოს მსოფლიოს, რომ ის მარტო არაა და მისი იზოლაციაში მოქცევის მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. მიუხედავად რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობისა, ინდოეთი არ წყვეტს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, ბარაკ ობამამ მიიღო მიპატიჟება, შეუერთდეს ინდოეთის რესპუბლიკის დღისადმი გამართულ დღესასწაულს იანვარში, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობით უპასუხა. თუმცა ეს ინდოეთს ხელს არ უშლისიყოს წინააღმდეგი რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა. 3 1-ს მოსწონს
|