x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138947
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
კაგავა "მანჩესტერში"?

image12 მაისს გამართულ გერმანიის თასის ფინალს, სერ ალექს ფერგიუსონი და მისი ასისტენტი მაიკ ფელენი დაესწრნენ. რთული მისახვედრი არ არის თუ რატომ ჩავიდა "ფერგი" გერმანიაში, იგი "ბორუსიას" ნახევარმცველს, შინჯი კაგავას აკვირდებოდა. თამაშის შემდეგ, რომელიც დორტმუნდელების გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დამთავრდა, სერ ალექსი კაგავას შეხვედრია. ამის შესახებ თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა: "ეს ძალიან კარგი იყო, მე შევხვდი ფერგიუსონს და ვესაუბრე, თუმცა კარგად უნდა დავფიქრდე სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, რა თქმა უნდა მსურს ისეთ გუნდში თამაში სადაც დიდ გამოწვევებს შევეჭიდები."

ფინალურ მატჩში იაპონელმა გოლის გატანაც მოახერხა და კიდევ ერთხელ მოაწონა თავი შოტლანდიელ სპეციალისტს. შეხვედრის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კაგავა მოედნიდან გაიყვანეს, იგი გულშემატკივრებსა და კოლეგებს დაემშვიდობა, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ იაპონელი გერმანიიდან წავა, მისი შემდგომი კლუბი, კი დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0