x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139005
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512553
როგორ დაამტკიცა ღმერთის არსებობა ჭკვიანმა სტუდენტმა
image




ერთხელ, ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორმა სტუდენტებს ჰკითხა:

- არის თუ არა ღმერთი სამყაროს შემოქმედი?

- დიახ, არის. - მაშინვე უპასუხა ერთმა სტუდენტმა.


- ანუ შენ ფიქრობ, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე?

- რა თქმა უნდა, - უპასუხა სტუდენტმა.

- თუ ყველაფერი ღმერთის შექმნილია, ესე იგი ბოროტებაც მას შეუქმნია. საყოველთაოდ ცნობილი პრინციპიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით, ჩვენი მოქმედებიბით შეიძლება ვიმსჯელოთ თუ ვინ ვართ ჩვენ, უნდა დავასკვნათ, რომ ღმერთი არის ბოროტება, - თქვა პროფესორმა.


სტუდენტი გაჩუმდა, რადგან პროფესორის "რკინის ლოგიკის" საწინააღმდეგო არგუმენტი ვეღარ იპოვა. მასწავლებელს კი სახე სიამაყით გაებადრა, რადგან სტუდენტების წინაშე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მოგონილი მითია.


უცბად ერთმა სტუდენტმა ხელი ასწია და ჰკითხა:


- შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ?

- რა თქმა უნდა.

- პროფესორო, არსებობს თუ არა სიცივე?

- რა შეკითხვაა, რა თქმა უნდა არსებობს. ხომ გვცივა ხილმე ზოგჯერ.


სტუდენტებს სიცილი აუტყდათ მეგობრის უცნაურ შეკითხვაზე. გაბედულმა სტუდენტმა კი განაგრძო:


- სინამდვილეში, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის, რასაც ჩვენ სიცივეს ვუწოდებთ, არის სითბის არქონა. სითბო არის ის, რასაც ადგილი აქვს ორგანიზმისა თუ მატერიის მიერ ენერგიის გამოცემისას. აბსოლუტური ნოლი (- 273° С) არის სითბოს სრული არქონა და ნებისმიერ მატერია ამ ტემპერატურაზე ხდება ინერტული და კარგავს რეაგირების უნარს. სიცივე ბუნებაში არ არსებობს, ადამიანებმა ასე უწოდეს იმ შეგრძნებას, რასაც სითბოს ნაკლებობა ჰქვია.


შემდეგ სტუდენტმა განაგრძო:
- პროფესორო, არსებობს სიბნელე?
- რა თქმა უნდა არსებობს, და ეს თქვენც კარგად იცით... - მიუგო პროფესორმა.
- ამჯერადაც ცდებით. ბუნებაში არც სიბნელე არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე სინათლის სრული არქონაა. ჩვენ შეგვიძლია სინათლის შესწავლა, მაგრამ არა - სიბნელის. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისათვის, რომ დავყოთ სინათლე შემადგენელ ნაწილებად და გავზომოთ თითოეული ტალღის სიგრძე. მაგრამ სიბნელის გაზომვა შეუძლებელია. სიბნელე - ესეც მხოლოდ სიტყვაა, რომელიც სინათლის ნაკლებობას აღნიშნავს.


სტუდენტი შემართებით იყო განწყობილი და არ ჩერდებოდა:


- ახლა კი მითხარით, არსებობს თუ არა ბოროტება, რომელზეც თავად საუბრობდით?

პროფესორს უკვე თავდაჯერებულობა დაეკარგა, მაგრამ მაინც უპასუხა:
- რა თქმა უნდა, ახალგაზრდავ, ხომ აგიხსენით უკვე. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ბოროტებას. იგი ვლინდება ადამიანების სისასტიკეში, რასაც ასე ხშირად აქვს ადგილი. ასე რომ, ბოროტება ნამდვილად არსებობს.
- არა, პროფესორო, არც ბოროტება არ არსებობს. ბოროტება მხოლოდ ღმერთის არარსებობაა, ისევე, როგორც სიცივე და სიბნელე. ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც ადამიანები ღმერთის არარსებობის გამოსახატავად იყენებენ. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება შედეგია იმისა, რაც მოსდის ადამიანს, რომლის გულშიც ღმერთი არ არის.


პროფესორი გაჩუმდა და თავის ადგილზე დაჯდა.


ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინი ერქვა.


1
8959
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8959
  
2017, 23 დეკემბერი, 19:58
რა მაგარი სტატიაა
0 1 1