ჭიდაობა რა არ აპატიეს ლუკა კურტანიძეს 2014, 12 დეკემბერი, 0:07 ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ლუკა კურტანიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას "უხსენებელი რეჟიმის განადგურებას არ პატიობენ". "ადამიანის ნებისმიერ ქმედებას თავისი პასუხი მოსდევს ცხოვრებაში. ერთია, ემოციას აყოლილმა, შეცდომილმა და მართულმა ადამიანებმა, არ მაპატიეს ჩემი უბრალოება… არ მაპატიეს ჩემი წარსული და ღირსეული ერთგულება... არ მაპატიეს, რომ მათგან წლებით გარიყულმა და მათგან დამცირებულმა-წაქცეულმა და ფეხზე წამომდგარმა, ერის კაცის გონიერი ლიდერობით, ქართველი ერის თანადგომით, უხსენებელი რეჟიმი გაანადგურა. ამასაც არ მპატიობენ.... მაგრამ თქვენი უდიდესი სიყვარულით გაძლიერებული გიზიარებთ უმნიშვნელოვანეს ჩემი სულის ამოძახილს. ქართველი ერის და ჩვენი სამშობლოს ერთგული და შეწირული ადამიანი ვარ და ვიქნები. ეს ყველაზე დიდი თანამდებობაა, რაც შეიძლება ინატროს ქვეყნისთვის მებრძოლმა, რომელმაც ასაკი, დრო და მანძლი არ იცის. ეს გრძნობა მუდამ თან არის... სამშობლოსადმი ღირსეული შეწირულობა!" - წერს კურტანიძე. 20 შეფასება არ არის
|