მხატვრობა სიკეთე და ბოროტება ერთ ნახატში - გასაოცარი ფერწერული ტილო "მოხუცი მებადური" 2014, 12 დეკემბერი, 13:50 უნგრელი მხატვარი თეოდორ კოსტკა ჩონტვარი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ХIX საუკუნეში. მის ფუნჯს ასზე მეტი ხელოვნების ნიმუში ეკუთვნის. როგორი პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, შემოქმედს სიცოცხლეში შეშლილად თვლიდნენ, ხოლო მის ნახატებში დაფარული საიდუმლოებანი მხოლოდ მისი სიკვდილიდან ასი წლის შემდეგ იქნა გაშიფრული.
1902 წელს ჩონტვარიმ დახატა სურათი "მოხუცი მებადური''. ერთი შეხედვით სურათში გასაოცარი არაფერია, ცნობილი რომ არ გამხდარიყო მასში ჩადებული საიდუმლო კონტექსტი. ეს საიდუმლოება სულ რამოდენიმე წლის წინათ შემთხვევით იქნა აღმოჩენილი იმ მუზეუმის თანამშრომლის მიერ, სადაც ამჟამად ინახება ჩონტვარის ტილო (უნგრეთის ქალქ პეჩის სურათების გალერეა). სურათის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ის თავის თავში მოიცავს ორ გამოსახულებას. მათი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ სარკის საშულებით ტილოს შუაზე გაყოფისას. გამოსახულების მარცხენა მხარე სარკეში დანახულთან ერთად ქმნის ნავში მჯდომარე ღმერთის პორტრეტს წყნარი ზღვის ფონზე, ხოლო სურათის მარჯვენა მხარე კი გამოსახავს ეშმაკს ვულკანისა და ბობოქარი ზღვის ფონზე. აი ეს სურათებიც: ღმერთი - ნახატის მარცხენა მხარე ეშმაკი - ნახატის მარჯვენა მხარე ხელოვნებათმცოდნეები თვლიან, რომ ამ ნახატით მხატვარს სურდა ეჩვენებინა ადამიანური საწყისის გაორებული მხარე - სიკეთე და ბოროტება ან მიწიერი და ზეციური ცხოვრება. 671 14-ს მოსწონს
|