მუსიკა Googl-მა გამოაქვეყნა 2014 წლის ყველაზე პოპულარული კლიპების სია 2014, 11 დეკემბერი, 12:34 კომპანია Google-იმ გამოაქვეყნა 2014 წლის ყველაზე პოპულარული კლიპების სია ვიდეოპორტალ YouTube-ზე ნახვის მიხედვით.
წელს გამარჯვებული გახდა კეტი პერის სიმღერა "Dark Horse", რომელსაც 718 მილიონი ნახვა აქვს.ვიდეო 9 თვის წინაა ატვირთული. მეორე პოზიცია დაიკავა ენრიკე იგლესიასმა ესპანურენოვანი სიმღერით "Bailando"(592 მილიონი ნახვა), ვიდეო შვიდი თვის წინ აიტვირთა. მესამეზეა რიანას და შაკირას დუეტი "Can't Remember to Forget You"-444 მლნ. ნახვა.ვიდეო 10 თვის წინ აიტვირთა. აღსანიშნავია რომ მეოთხე პოზიციაც შაკირას უკავია სიმღერით, "La La La", სწორედ ამ სიმღერით დახურა მომღერალმა ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. წლის ყველაზე პოპულარულ კლიპების პირველ ხუთეულს ასრულებს ჯეისონ დერულო და სნუპ დოგი სიმღერით "Wiggle". 49 3-ს მოსწონს
|