ამ სამყაროში მუდმივი არაფერი არ არის. მათ შორის ქორწინება, რომელიც დღესდღეობით იშვიათად თუ უძლებს დროს. ჰოლივუდში განქორწინება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, აქ საქორწინო კონტრაქტი ქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. კონტრაქტზე უარი კი არაადეკვატურ საქციელად აღიქმება, მაგრამ ჰოლივუდშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ქორწინება მუდმივი მიაჩნია, ეუხერხულება სიყვარული კონტრაქტამდე დაყვანა ანდაც უბრალოდ არარომანტიულად ეჩვენებათ ეს ყველაფერი.
ამ სტატიაში გთავაზობთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც საქორწინო კონტრაქტის დადება არ ჩათვალეს საჭიროდ. მისი არსებობის შემთხვევაში კი შეეძლოთ განქორწინება შემოსავლის წყაროდ ექციათ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ.
მელ გიბსონი და რობინ მური
26 წლიანი თანაცხოვრებისა და 7 შვილის შემდეგ რობინ მურმა გადაწყვიტა, ქმარს დაშორებოდა მას შემდეგ, რაც გიბსონი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის გაასამართლეს. განქორწინების პროცესი 5 წელიწადი გაგრძელდა და ეს იყო ყველაზე ხმაურიანი პროცესი ჰოლივუდში, რაც ისტორიაში შევიდა იმით, რომ რობინ მურმა განქორწინების შედეგად ყველაზე დიდი თანხა - 400 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში, რობინ მურს შეეძლო ბევრად მეტი თანხა მიეღო, თუ თავის დროზე გაითვალისწინებდა. ასევე, განქორწინების პროცესიც ამდენხანს არ გასტანდა.
ალეკ ბოლდუინი და კიმ ბესინჯერი
ყველა დარწმუნებული იყო, რომ ალეკისა და კიმის სიყვარული მარადიული იქნებოდა, რაც ვერანაირ კონტრაქტს ვერ დაექვემდებარებოდა. თუმცა, 9 წლის შემდეგ განქორწინდნენ და დიდ ომში ჩაერთნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დაპირისპირების
შესახებ ყველამ იცოდა, დღემდე უცნობია, რა ქონებას დასჯერდნენ განქორწინების შემდეგ.
ელენ დეჯენერესი და პორტია დი როსი
წყვილი 2008 წელს დაქორწინდა და ცნობილმა ტელეწამყვანმა მხოლოდ იმიტომ განაცხადა კონტრაქტზე უარი, რომ ეს არარომანტიულად ეჩვენება. მათი ქორწინება
ჯერ-ჯერობით მყარია.
კლო კარდაშიანი და ლამარ ოდომი
წყვილმა დაქორწინების შემდეგვე გაანალიზა, რომ მათი ურთიერთობა ვერ ეწყობოდა და დიდი შეცდომა დაუშვეს კონტრაქტის უარყოფით. შესაბამისად, მათმა ადვოკატებმა მალევე დაიწყეს ზრუნვა, ქორწინების შემდეგ შეედგინათ კონტრაქტი. სამწუხაროდ, წყვილის ქორწინება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ კონტრაქტმა აქაც ვერ მოუსწრო. კონტრაქტის პროექტი ასეთი იყო: კლო განქორწინების შედეგად მიიღებდა 25, 000
აშშ დოლარს. გარდა ამისა, სახარჯოდ წელიწადში 500, 000 აშშ დოლარს, 5, 000 აშშ დოლარს „შოპინგისთვის“ და 1, 000 აშშ დოლარს თავის მოვლის პროცედურებისათვის.
დემი მური და ეშტონ კეტჩერი
6 წლიანი ქორწინების შემდეგ, როდესაც წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, დემი მურის შემოსავალი ბევრად აღემატებოდა ეშტონის შემოსავალს, რაც იმას გულისხმობდა, რომ მურს თავისი შემოსავლის ნახევარი ყოფილი მეუღლისთვის უნდა დაეთმო. თუმცა, როდესაც მეუღლის ღალატისა და მილა კუნისთან რომანის შესახებ შეიტყო, პირიქით,
ეშტონისაგან მოითხოვა თანხის გადახდა. ორწლიანი სასამართლო პროცესებისა და ბრძოლის შემდეგ წყვილმა ორივესთვის ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწია.