სხვა ყველა დროის 10 უდიდესი საზღვაო კატასტროფა 2014, 8 დეკემბერი, 17:56 1)-Wilhelm Gustloff.-1945 წლის იანვარში ეს გერმანული ხომალდი ჩაძირული იქნა ბალტიის ზღვაში, გემზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირები და გერმანელი სამხედროები.სამი ნატყორცნი ტორპედოს შედეგად ხომალდი 45 წუთში ჩაიძირა. დაიღუპა 9500 ადამიანი.
2)Doña Paz.-ფილიპინების გემი 1987 წლის დეკემბერში შეეჯახა სანავთობო ტანკერს, შეჯახება მოხდა გვიან ღამით, გემებზე გაჩნდა ხანძარი.დაიღუპა 4300 ადამიანი.
3)Lusitania.-ეს ბრიტანული ლაინერი გერმანული ხომალდიდან გასროლილი ტორპედოთი ჩაიძირა პირველი მსოფლიო ომის დროს 1915 წლის 7 მაისს.ლაინერი 15 წუთში ჩაიძირა, დაიღუპა 1198 ადამიანი. 4)Lancastria.-ეს ბრიტანული გემი რეკვიზირებული იქნა მთავრობის მიერ. ის ჩაიძირა 1940 წლის 17 ივნისს. დაიღუპა 4000 ადამიანი. 5)Empress of Ireland-ეს კანადური გემი მდინარე წმ.ლავრენტიაში შეეჯახა ნორვეგიულ ხომალდს 1914 წლის 29 მაისს.მიზეზი ძლიერი ნისლი იყო. დაიღუპა 1012 ადამიანი. 6) Goya.-გერმანული სატრანსპორტო ხომალდი ჩაძირული იქნა საბჭოთა წყალქვეშა ნავის მიერ 1945 წლის 16 აპრილს.ხომალდი 7 წუთში ჩაიძირა, 6100 ადამიანიდან მხოლოდ 183 გადარჩა. 7)USS Indianapolis-1945 წლის 30 ივლისს იაპონურმა წყალქვეშა ნავმა12 წუთში ჩაძირა ეს გემი.დაიღუპა 1196 ადამიანი. 8) Le Joola.-ეს სენგალის ბორანი გადაბრუნდა გამბიის სანაპიროსთან 2002 წლის 26 სექტემბერს.მიზეზი ძლიერი შტორმი, ამასთანავე ბორანი გადატვირთული იყო. დაიღუპა 1863 ადამიანი. 9)Mont-Blanc.-ეს ფრანგული სატვირთო გემი ნორვეგიული გემთან შეჯახების შემდეგ აფეთქდა.აფეთქების მიზეზი საბრძოლო მასალები გახდა, რომელიც გემზე მდებარეობდა. დაიღუპა 2000 ადამიანი. 10)Titanic-მსოფლიოს უდიდესი ინგლისური სამგზავრო გემი პირველსავე რეისზე ჩაიძირა აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წლის 15 აპრილს. დაიღუპა 1514 ადამიანი. 208 4-ს მოსწონს
|