x
image
worldsport.ge
ზაზას დალასური 14 ქულა

image“მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “დალას მავერიქსთან” 102:125 დამარცხდა.
მილუოკელთა სასტარტო 5-ეულში ზაზა ფაჩულია არ იმყოფებოდა, მაგრამ გუნდის დამრიგებელმა ჯეისონ კიდმა ზაზას საკმაო დრო მისცა - 20 წუთი და 30 წამი. ქართველი ცენტრის ანგარიშზეა 14 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ფაჩულიამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 4-დან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზაზამ ერთი 3-ქულიანი ესროლა, მაგრამ სამწუხაროდ მას მიზანმა უმტყუნა. ფაჩულიამ 3 პერონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
“მილუოკმა” ოთხივე პერიოდი დათმო. ზაზას გუნდს 11 მოგება და 11 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0