ამ სამყაროში მუდმივი არაფერი არ არის. მათ შორის ქორწინება, რომელიც დღესდღეობით იშვიათად თუ უძლებს დროს. ჰოლივუდში განქორწინება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, აქ საქორწინო კონტრაქტი ქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. კონტრაქტზე უარი კი არაადეკვატურ საქციელად აღიქმება, მაგრამ ჰოლივუდშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ქორწინება მუდმივი ჰგონია, ეუხერხულება სიყვარულის კონტრაქტამდე დაყვანა ანდაც უბრალოდ არარომანტიულად ეჩვენებათ ეს ყველაფერი.
ამ სტატიაში გთავაზობთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც საქორწინო კონტრაქტის დადება არ ჩათვალეს საჭიროდ. მისი არსებობის შემთხვევაში კი შეეძლოთ განქორწინება შემოსავლის წყაროდ ექციათ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ.
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი
ეს იყო ჰოლივუდის ოქროს წყვილი, რომელთა ქორწინებაც 2000 წელს შედგა და ყველა ვარაუდობდა, რომ ეს მათთვის ბოლო ქორწინება იქნებოდა. შესაბამისად, მათ უარი თქვეს საქორწინო კონტრაქტის დადებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე
მსახიობს 100 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა შემოსავალი ცალ-ცალკე, მათ საჭიროდ არ ჩათვალეს ქონების გაყოფაზე კამათი და ბრძოლა და ერთმანეთს 2005 წელს მეგობრულად დაშორდნენ.
რასელ ბრენდი და კეტი პერი
წყვილი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდა და 2010 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 14 თვის შემდეგ დაშორდნენ. კანონით, რასელ ბრენდი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა, პერის კუთვნილი 20 მილიონი აშშ დოლარიდან მოეთხოვა ნახევარი, რადგან წყვილს შორის მომღერალს უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა. რასელმა უარი განაცხადა მეუღლის გამომუსავებული თანხის გაყოფაზე და პირიქით, მან ყოფილ ცოლს 6.5 მილიონ აშშ დოლარად შეძენილი სახლიც კი დაუთმო, რადგან წყვილს ის თანაცხოვრებისას ჰქონდა შეძენილი.
რაიან ფილიპი და რიზ ვიზერსპუნი
წყვილი დიდხანს მალავდა თავიანთ ურთიერთობას და მათი ქორწინება ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო. ხუთწლიანი თანაცხოვრებისა და ორი შვილის შეძენის შემდეგ, 2005 წელს წყვილი დაშორდა. ამ დროისათვის რიზი გამოიმუშავებდა ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე მისი მეუღლე. მისი ჰონორარი თითოეული ფილმისთვის 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ფილიპმა არასწორად მიიჩნია ყოფილი ცოლისგან ნახევარი თანხის მოთხოვნა, რაც კანონით ეკუთვნოდა.
ნიკ ლაშეი და ჯესიკა სიმფსონი
ჯესიკა სიმფსონის განცხადებამ, რომ ის ქალწულობას მხოლოდ გათხოვების შემდეგ დათმობდა, დიდი გაოცება გამოიწვია. ის ასეც მოიქცა და მისი პირველი მამაკაცი მისი მეუღლე ნიკ ლაშეი გახდა. ისინი ძალზედ ახალგაზრდები იყვნენ და შესაბამისად,
არავის გაკვირვებია, როდესაც 3 წლის შემდეგ დაშორდნენ. კანონით, ჯესიკას ყოფილი
ქმრისთვის თავისი შემოსავლის - 36 მილიონი აშშ დოლარის ნახევარი უნდა დაეთმო, მაგრამ ნიკმა უარი განაცხადა. საბოლოოდ, ჯესიკას ინიციატივით, ნიკმა იმაზე მეტი მიიღო ვიდრე ითხოვდა, რამაც 1.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მადონა და გაი რიჩი
წყვილი ერთმანეთს რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ მადონას 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გაეყო ქმრისთვის, მას მხოლოდ
100 მილიონი აშშ დოლარი მისცა.