არქიტექტურა გადახრილი შენობები 2014, 6 დეკემბერი, 17:17 ძველ დროში გადახრილი კოშკი ან შენობა არქიტექტორის ან მშენებლების შეცდომის შედეგი იყო.დღეს გადახრა არქიტექტურაში დამპროექტებლის შემოქმედებითი ჩანაფიქრია.
დღესდღეობით ინჟინრები და კონსტრუქტორები ყველაზე დაუჯერებელ და ორიგინალურ გადახრილ შენობებს ქმნიან.მოდით გავეცნობით ამ არაჩვეულებრივ არქიტექტურულ ანსამბლებს. 1-"ევროპის ჭიშკარი"-(Puerta de Europa), მადრიდი, აგებულია 1994 წელს.ორი ტყუპი ცათამბჯენი გადახრილია ერთმანეთისკენ 15 გრადუსით.სიმაღლე 114 მეტრია.სართულების რაოდენობა 26.არქიტექტორები ფილიპ ჯონსი და ჯონ ბერჯი. 2-კაროლინის სამედიცინო ინსტიტუტი, შვეცია- Aula Medica.კონფერენცდარბაზს ასო V-ს ფორმა აქვს, მთლიანი ფართობი 13 700კვ. მეტრია და გათვლილია 1000 კაცზე. 3- საჯარო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი-Issam Fares (IFI), ბეირუთში, ლიბანი. პროექტის ავტორი, არქიტექტორი Zaha Hadid-ი. ამოცანა ადვილი არ იყო: თანამედროვე ახალი შენობა უნდა ჩამჯდარიყო 19 საუკუნის შენობების კონტექსტში.საკონფერენციო დარბაზი 3000 კაცზეა გათვლილი.4-მონრეალის კოშკი-იგი მონრეალის ოლიმპიური სტადიონის ნაწილია. ყველაზე მაღალი გადახრილი კოშკი მსოფლიოში.სიმაღლე 175 მეტრია.მნახველები ფუნიკულიორის საშუალებით ადიან ზედ.გადახრის კუთხე 45 გრადუსია.(პიზის კოშკის გადახრა სულ რაღაც 5 გრადუსია.) 5-ცათამბჯენი Capital Gate, აბუ-დაბუ.სიმაღლე 160 მეტრია, აშენდა 2011 წელს, შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ძლიერ გადახრილი ცათამბჯენი მსოფლიოში.ცდომილება ვერტიკალური ღერძიდან 18 გრადუსია.6- Bella Sky Hotel., კოპენჰაგენი დანია.ყველაზე გადახრილი სასტუმრო მსოფლიოში.23 სართულიანი ტყუპი შენობა 15 გრადუსითაა გადახრილი.7-Excalibur.ჰოლანდია-ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური პოლიგონი ალპინისტებისათვის.ჰოლანდია მაღალი მთებით არ გამოირჩევა, ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელოვნური კლდე შეექნა ალპინისტებისათვის.სიმაღლე 37 მეტრია. 124 4-ს მოსწონს
|