“მილუოკიმ” შინ “მაიამი ჰიტი” 109:85 დაამარცხა. “მიუოკი ბაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა, ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია მიმდინარე სეზონში მეორედ დააყენა სასტარტო ხუთეულში.
ზაზამ პარკეტზე 23 წუთი და 34 წამი დაჰყო. მისი მონაგარი გახლდათ 4 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. ფაჩულიამ 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და არც ერთი საჯარიმო არ უსვრია. ქართველმა ცენტრმა 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა.
“მილუოკი ბაქსს” 11 მოგება და 10 წაგება დაუგროვდა. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.
https://www.youtube.com/watch?v=3jnoAiIcz0o
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge