x
image
მანჩო 777
შოკისმომგვრელი სიახლე "Discovery - ისაგან - როგორ გაატარა მეცნიერმა ანაკონდას მუცელში ერთი საათი
წარმოდგენაც კი შოკისმომგვრელია იმ ფაქტის ხილვისა, თუ როგორ ყლაპავს ანაკონდა ცოცხალ ადამიანს. ალბათ ამის ნახვა არცერთ თქვენგანს არ მოუნდებოდა. თუმცა ცხოველთა სამყაროს და სახიფათო ექსპერიმენტების დიდმა მოყვარულმა პოლ როზოლიმ (Paul Rosolie) გადაწყვიტა ეს ფაქტი საკუთარ თავზე გამოეცადა.


image


პოლ როზოლი ანაკონდამ ცოცხლად გადაყლაპა გადაცემის "Eaten Alive" ("ცოცხლად შეჭმულები") გადაღების დროს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი თავად მეცნიერის სურვილით მოხდა. ის ჩაცმული იყო სპეციალურ დამცავ ტანსაცმელში და დამაგრებული ჰქონდა ვიდეოკამერა. თუ რა შეგრძნება დაეუფლა ამ დროს მეცნიერს და როგორი იყო მახრჩობელას მუცელში გატარებული ერთი საათი, პოლ როზოლიმ მაყურებელს უამბო ტელეკომპანია NBC-ის ეთერში გასულ გასართობ შოუში "Today".

როზოლიმ მაყურებელს აუხსნა, რომ მის მიერ ანაკონდას მუცელში გატარებული ერთი საათი ემსახურებოდა იმას, რომ საზოგადოების ყურადღება მიექცია ისეთი ეკოლოგიური პრობლემისაკენ, როგორიცაა ამაზონის ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება.



უკანასკნელი, რაც მახსოვს, ეს იყო გველის უზარმაზარი დაღებული პირი ჩემი სახის სიახლოვეს, შემდეგ თვალებში დამიბნელდა და გული წამივიდა. სხვა არაფერი არ მახსოვს, - განაცხადა როზოლიმ.

საერთო ჯამში, მეცნიერმა ანაკონდას მუცელში ერთი საათი დაჰყო. თუ რა ხერხით დატოვა მან ეს საშინელი ადგილი, ამაზე მეცნიერმა დუმილი ამჯობინა.

14 წლის 7 დეკემბერს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ მოვლენას ასახავს, "Discovery"-ის ეთერში გავა.


ამ ანონსის გამოქვეყნების შემდეგ PETA -ს აქტივისტებმა (PETA
- "ცხოველების მიმართ ელიტური მოპყრობისათვის მებრძოლი ადამიანები") მკაცრად გააკრიტიკეს გადაცემის ავტორები. მათ საპასუხოდ როზოლიმ განაცხადა, რომ ძალიან აფასებს ბუნების დამცველთა ზრუნვას ანაკონდას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან გველს ამ ექპერიმენტის შედეგად არაფერი დაშავებია, ის ცოცხალია და საღ-სალამათი... ( რა ბედნიერებაა, არ მეთანხმებით?)


გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ამ მოვლენაზე გადაღებული ფილმის ანონსს წარმოადგენს.







1
614
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
614
  
2016, 8 ივნისი, 12:39
როგორც ვიცი იმედ გაცრუებული დარჩა ეს ტიპი იმიტომ რომ გველმა ის არ შეჭამა :)
0 1 1