x
image
მანჩო 777
გამოიცანით, ფოტოზე რომელია დედა და რომელი შვილი, - ანუ ცხრა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სუქდებიან იაპონელები
ამ ფოტოზე დედა-შვილია გამოსახული: 42 წლის მასაკო მიზუტანი თავის 19 წლის ქალიშვილთან ერთად. ამოცანა გვეკითხება: რომელია დედა და რომელი შვილი? ...


image


მაინც რაში მდგომარეობს იაპონელების დღეგრძელობის და სილამაზის საიდუმლო? დღევანდელ პოსტში სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი.



პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ამისა არის კვების გამორჩეული რაციონი



image


საკვების მოსამზადებლად იაპონელები ძირითადად იყენებენ ზღვის პროდუქტებს, თევზეულს, სოიოს, ბრინჯს და მწვანე ჩაის. მათი კვების რაციონში ფაქტიურად არაა მაღალკალორიული და მავნე პროდუქტები. ზღვის პროდუქტებთან ერთად ისინი ფართოდ იყნებენ ბროკოლს, თავიან კომბოსტოს, ყვავილოვან და ბრიუსელის კომბოსტოს. იაპონელის ტიპიური სადილია: შემწვარი თევზი, ერთი პატარა ჯამი ბრინჯი, მოხარშული ბოსტნეული და მწვანე ჩაი საკმაოდ დიდი რაოდენობით. დესერტად მიირთმევენ დაჭრილ ხილს. თევზის ყოველდღიური გამოყენება რაციონში ორგანიზმს ამარაგებს უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც დღეგრძელობის და სილამაზის საწინდარია.



ფაქტიურად ყველა კერძი იაპონიაში არის იოლადმოსანელებელი მათი მომზადების ტექნოლოგიის გამო


image


იაპონელები კერძებს ამზადებენ გრილზე, ორთქლზე ან წვავენ სწრაფი მოძრაობებით სპეციალურ ამობურცულძირიან ტაფებზე. შეწვის დროს მზარეულები იყენებენ მცენარეულ ცხიმებს და ბოსტნეულის მსუბუქ ბულიონებს. არავითარ დისკომფორტს მუცელში არ იგრძნობთ ამგვარი კერძების მირთმევის შემდეგ და რაც მთავარია, საკვების მონელება სწარაფად მოხდება.




იაპონელები კერძების მოსამზადებლად მხოლოდ ახალ, ქორფა პროდუქტებს იყენებენ


image


არავითარი გაყინული პროდუქტი - აქ პროდუქტების შენახვის ხანგრძლივობა დღეებით კი არა, საათებითაა განსაზღვრული.




იაპონური ჭამის კულტურა ითვალისწინებს საკვების მიღებას მცირე ულუფებით


image


ჭამა-იაპონელებისათვის ერთგვარ საკრალურ რიტუალს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება საკვების ნელა, გულმოდგინედ დაღეჭვა. ტრაპეზისათვის განკუთვნილი ჭურჭელი ძალიან მცირე, მინიატურული ზომისაა. გარდა ამისა, იაპონელებს კერძების მირთმევის მკაცრად განსაზღვრული წესები აქვთ:

კერძი უნდა იყოს ახალი მომზადებული;

ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა კერძის გაფორმებას;

კერძები მზადდება იმგვარად, რომ ყურადღება მიექცეს მათ ბუნებრივ სილამაზეს;

სხვადასხვა კერძი არ უნდა იყოს ერთმანეთში არეული, ყველა მათგანი ცალკე თეფშით უნდა იყოს მირთმეული;

კერძებს არასოდეს არ მიიტანენ მაგიდაზე დიდი ულუფებით;

თეფში ბოლომდე არ უნდა იყოს სავსე საჭმლით;



იაპონელებისათვის ბრინჯი - იგივე პურია, რომელიც სუფრაზე მიაქვთ პირველ რიგში


image


საკვებად გამოიყენება სპეციალური ტექნოლოგიით მოხარშული ბრინჯი. სწორედ ამაშია იაპონელების უპირატესობა, რაც მათ ეხმარება ჭარბი წონისაგან თავის დაღწევაში. დასავლეთში საქმე სულ სხვაგვარადაა - სწორედ დიდი რაოდენობით ცომეულის მიღება იწვევს სიმსუქნეს, თან საკმაოდ ადრეულ ასაკში.



იაპონელები საუზმეს წმინდა რიტუალად თვლიან და არასოდეს არ გამოტოვებენ მას


image


საკვების მიღების რაოდენობის მხრივ საუზმე ყველაზე უხვია იაპონელის რაციონში. საუზმეზე ძირითადად მიირთმევენ კვერცხის ომლეტს, თევზის ნაჭერს, მოხარშულ ბრინჯს, მისო-სუპს, წყალმცენარეებს მწვანე ხახვით და რაღა თქმა უნდა, მწვანე ჩაის.



ტკბილეულს დესერტად იაპონიაში პრაქტიკულად არ მიირთმევენ


image


ეს ხდება ძალიან იშვითად და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თან ტკბილეულის მიღება ხდება უმცირესი ულუფებით. საოცარია, მაგრამ ტკბილეულის და ტორტების დასამზადებლადაც კი აქ ისევ და ისევ ბრინჯი გამოიყენება (ფოტოზე გამოსახულია ბრინჯისაგან დამზადებული იაპონური ტორტი :"წყლის წვეთი").



ბოლო ხანებში, "ფასტ - ფუდის" დამკვიდრებასთან ერთად, იაპონელ ახალგაზრდებშიც გაჩნდა სიმსუქნის პრობლემა.



ამ პრობლემას იაპონელები ჯანსაღი ცხოვრების წესით ებრძვიან


image


ყველა იაპონელის სავალდებულო ყოველდღიურ რიტუალს წარმოადგენს კუნთების ვარჯიში. აქ ძალიან ბევრი ამბობს უარს მანქანით მოძრაობაზე და ძირითად ტრანსპორტად ველოსიპედს იყენებენ.


P.S. გამოიცანით, რომელია სურათზე დედა და რომელი შვილი? სავარაუდოდ -ვერა. გაგიკვირდებათ, მაგრამ დედა მარჯვენაა, ქალიშვილი კი მარცხენა.

5
601
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
601
  
2014, 3 დეკემბერი, 17:45
:-*
2014, 3 დეკემბერი, 16:59
ოხერო:*
2014, 3 დეკემბერი, 16:56
ნწ გამოვიცანი :P
2014, 3 დეკემბერი, 16:54
იცოდი, შე ცუღლუტო?:დ
2014, 3 დეკემბერი, 16:51
მივხვდი მ,ე :D
0 1 5