შოუბიზნესი ეთერ კაკულიას ვარსკვლავის გახსნის ემოციური დეტალები 2014, 30 ნოემბერი, 2:45 29 ნოემბერს ქართველი მეგა-ვარსკვლავის ეთერ კაკულიას დაბადების დღეს, მისდამი მიძღვნილი საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც მისი რამდენიმე ახალგაზრდა კოლეგა და მისივე თაობის ჭეშმარიტი ქართველი ვარსკვლავები მღეროდნენ სცენაზე - ზოგი საკუთარ, ზოგი კი ეთერის სიმღერებს.
მომღერალი საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე კონცერტს, სულ სხვანაირად ფიქრობდა და გეგმავდა გასულ წლებში, ყოველთვის ამბობდა რომ სურდა საკუთარ ხალხს და მაყურებელს სცენიდან დიდი ხნის განმავლობაში სოლო-კონცერტით მოფერებოდა, ემღერა და ემღერა სანამ არ დაიღლებოდა... თუმცა, მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ უკვე ამის საშუალება მომღერალს სამწუხაროდ აღარ მისცა. ამიტომ, მომღერლის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას ძირითადად სხვა, მისი კოლეგები ღებულობდნენ მონაწილეობას - ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა აზარაშვილი, თემურ წიკლაური, ბორის და სოფო ბედია, ნოდიკო ტატიშვილი, ანრი ჯოხაძე, მაკა ზამბახიძე, ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, ელენე ფოჩხუა და სხვა და სხვა - უბრალოდ მომღერალს ემოციებმა იმდენად სძლია, რომ შეუძლოდ შეიქმნა და შუა კონცერტის დროს სანამ სცენაზე გავიდოდა დასვენება დასჭირდა კულისებში, მერე იყოდა ფილარმონიის წინ შეკრებილ ხალხს კიდევ ერთხელ მოეფერა და ემოციებისგან იქაც ჩამოჯდა, ეს - სიხარულის ემოციები იყო, რადგან ამ ქალბატონს უყვარს საქართველო და თავისი მსმენელი. მომღერალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წერილი გამოუგზავნა: - „ მივესალმები ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერლის, ეთერ კაკულიას ვარსკვლავის გახსნას. ქალბატონო ეთერ, თქვენი განსაკუთრებული ხმით ქართულ სიმღერას უნიკალურ ჟღერადობას სძენთ. ქართველ მსმენელს თქვენი შესრულების მანერასთან ერთად ის ხიბლავს, რომ თქვენ სიცოცხლეში და სიმღერაში უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, ხალისიანი ბრძანდებით. გილოცავთ, ქალბატონო ეთერ, თქვენ, თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს, ვარსკვლავის გახსნას. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას“ პატრიაქრქმა კი, სწორედ იმ დროს დაურეკა ქ-ონ ეთერს, როცა ეს უკანასკნელი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა საკუთარი ვარსკვლავის წინ საბოლოო ჯამში ემოციურმა საღამომ ისეთივე პოზიტიურად ჩაიარა, როგორიც თავად ეთერ კაკულიაა, დეტალურ ექსკლუზიურ ვიდეო-რეპორტაჟს კი, ჩვენს გვერდზე იხილავთ www.stars.ge 1912 4-ს მოსწონს
|