სხვა გულის შუნტირება 2014, 28 ნოემბერი, 10:48 გულის შუნტირება ეს არის მდგომარეობა როცა სისხლი გულში გადაადგილდება ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებით სანამ არ გაივლის მიმოქცევის გზას სრულად. ადამიანებში ამის საჭიროებას განაპირობებს პათოლოგია, რაც იწვევს გულის დეფექტებს რის აღმოსაფხვრელადაც ქირურგები მიმართავენ შუნტირებას. თანდაყოლილი გულის ფათოლოგიების შემთხვევაში სისხლის გარკვეული რაოდენობა შუნტში გადაადგილდება მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით როგორც შედეგი კავშირისა, ან გულის საკნების ხვრელების, ან გულიდან დიდი სისხლძარღვების ამოცლის. შუნტირება შეიძლება იქცეს შედარებით მოთხოვნად ქირურგიულ ჩარევად. ადამიანი იბადება რამოდენიმე ღია შუნტით რაც ეხმარება ემბრიონს სისხლის მიმოქცევაში და რამოდენიმე დღეში ან თვეში ეს შუნტები თანდათანობით ქრება. ეს ოვალური არხი აკავშირებს მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს, მაშინ როცა არტერიული სადინარები უზრუნველყოფენ მსგავს კავშირს ფილტვის სისხლძარღვსა და აორტალურ სისხლძარღვს შორის. კიდევ ერთი მომმარაგებელი რომელიც იკეტება ადრეულ ასაკში არის ვენური სადინარი. როცა ბავშვები იბადებიან თანდაყოლილი გულის დეფექტებით ვენური სადინარის მხრიდან ძალისხმევა ხმარდება არტერიული სადინარის ღიად დატოვებას რათა დაიცვას მომარაგების პროცესი. მას შეუძლია მოამარაგოს სისხლის საჭირო რაოდენობით რაც შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე. პათოლოგიური გულის შუნტირება შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ ადგილას სეპტალური კედლის გასწვრივ. სეპტალური მემბრანა არის გამყოფი კედელი მარჯვენა და მარცხენა წინაგულებისა, ასევე ეს მემბრანა ჰყოფს მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭს მარცხენა წინაგულისა და მარცხენა პარკუჭისაგან. როდესაც ადგილი აქვს მარჯვენა და მარცხენა საკნებს შორის კავშირს (პარკუჭის ან წინაგულის სეპტალური კედლის დეფექტი) სისხლმა შეიძლება შეიცვალოს მიმართულება რისთვისაც კარგი გამოსავალი გულის შუნტირებაა. 2093 6-ს მოსწონს
|