როგორც უკრაინული ინტერნეტ გაზეთებიდან გახდა ცნობილი, პეტრო პოროშენკო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქის შეყვანას გეგმავს. მათ შორის იქნებიან ორი ქართველი: იუსტიციის ყოფილი მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინაში ანტიკორუფციულ საბჭოს გაუძღვება, და ეკა ზღულაძე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძე ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.