![ბარაკ ობამა მერილ სტრიპს საჯაროდ
სიყვარულში გამოუტყდა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201411/2014112521443746204.jpg)
"მე ის მიყვარს. ეს მისმა ქმარმაც იცის. მიშელმაც იცის, მაგრამ არაფერის გაკეთება არ შეუძლიათ." - განაცხადა ბარაკ ობამამ ორშაბათს, 24 ნოემბერს, სამგზის ოსკაროსანი მსახიობის, მერილ სტრიპისათვის აშშ-ს უმაღლესი საპრეზიდენტო ჯილდოს, თავისუფლების მედალის გადაცემის დროს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მერილი არის შეუდარებელი ტალანტის მქონე და "ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ქალბატონთაგანი".