x
image
natia.a
როგორ მოვამზადოთ სახლში არამომწამვლელი პლასტილინი ბავშვებისთვის
imageპლასტილინი ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის საუკეთესო გასართობია, მით უმეტეს, რომ პლასტილინის დადებით თვისებებს პედიატრებიც აღიარებენ. დამყოლ სხეულზე მუშაობა შესანიშნავად უვითარებს პატარას წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობას), წარმოსახვისა და შემოქმედების უნარს, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მაგრამ, იმის გამო, რომ ქარხნული პლასტილინი, როგორც წესი, მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება, მცირე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც ყველაფრის პირში ჩადებას ცდილობენ, მისი მიცემა საშიშია.
ამჯერად გთავაზობთ ოჯახის პირობებში, ბუნებრივი, საკვები ინგრედიენტებისგან პლასტილინის მომზადების ძალიან მარტივ რეცეპტს. ამგვარი სათამაშო სასიამოვნო, სასარგებლო და სრულიად უსაფრთხო გასართობი იქნება თქვენი პატარასთვის.

რამდენადაც მასში დიდი რაოდენობით მარილია გამოყენებული, ერთხელ გასინჯვის შემდეგ ბავშვს ხელმეორედ პირში ჩადებაც აღარ მოუნდება (განსხვავებით შოკოლადის, შაქრის ან თხილის პლასტილინისგან, რომლებიც ასევე სახლის პირობებში შეიძლება გაკეთდეს და საკონდიტრო დანიშნულებითაც გამოიყენება). ამგვარი პლასტილინი, ქიმიურისგან განსხვავებით, ნაკლებად ეკრობა და ადვილად შორდება ხელებს.

ამას გარდა, ბავშვისთვის საინტერესო იქნება თავად პლასტილინის მომზადების პროცესში ჩართვაც.


მოსამზადებლად საჭიროა:

2 ჩ. ჭიქა ფქვილი;
1 ჩ. ჭიქა მარილი (რაც შეიძლება წვრილად დაფქვილი);
2 ს. კოვზი ლიმნის წვენი;
2 ჩ. ჭიქა წყალი;
1. ს. კოვზი ზეთი;
სხვადასხვა ფერის საკონდიტრო საღებავი.

ერთ ჯამში ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი და მარილი. მეორე ჯამში ავურიოთ წყალი, ლიმნის წვენი და ზეთი. ჩავასხათ ფქვილის ნარევში და კარგად ავთქვიფოთ.


imageimage
დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ, სანამ მასა არ შეიკვრება, შეშრება და ადვილად არ მოცილდება კედლებს.


image


გადმოვდგათ. ვზილოთ კოვზით, რადგან ამ დროს ცომი ცხელია, ზელვის პროცესში იგი გაგრილდება და ზელვას განვაგრძობთ ხელით, სანამ ერთგვაროვან, პლასტილინივით გლუვ მასას მივიღებთ.


imageimage


ამის შემდეგ იწყება პლასტილინის შეღებვა. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თხევადი (ჟელატინიანი) საღებავი, ასევე ფხვნილი. საღებავი ფხვნილის შეძენისას გაითვალისწინეთ ერთი რამ: არ გამოიყენოთ შაქრის შემცველი ფხვნილი, იგი არ იხსნება ცომში და ფერად წერტილებად დარჩება. უმჯობესია გამოიყენოთ სუფთა ფხვნილი, რომელსაც 2-3 წვეთ წყალში განაზავებთ.


image


ღია ჭურჭელში პლასტილინი გამოშრება; მაცივრის გარეშე, სითბოში კი - გალღვება. პირველ შემთხვევაში პლასტილინი გამოუსადეგარი ხდება, მეორე შემთხვევაში კი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც გასაფერადებელი საშუალება.


image


ამგვარი პლასტილინისგან დამზადებული ნაკეთობები შეიძლება გამოვაშროთ გაზქურაში, მზეზე ან უბრალოდ ჰაერზე. გამყარების შემდეგ შეგვიძლია ლაქიც გადავუსვათ, რაც სათამაშოს უფრო გაამყარებს და გაალამაზებს.



image







0
1051
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1051
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0