x
image
beko777
11 აუცილებელი წესი "მეგაზე" დამსწრეთათვის - პროტოკოლი
image1. მოწვეულ სტუმრებს მანქანის დაყენება შეუძლიათ, „არტ-ჰოლის“ თეატრის სიახლოვეს, - ხოლო ნომინანტები, რომლებიც წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულნი დარბაზის ეზოში წითელ ხალიჩამდე შემოვლენ თავიანთი მანქანებით, გაივლიან წითელ ხალიჩას, დაცვის კორიდორს და ისე მოხვდებიან დარბაზის ფოიეში, მანქანას მძღოლს გააყოლებენ - წითელ ხალიჩამდე და დარბაზამდე ფეხით


2. მოწვეულმა სტუმრებმა მოსვლა უნდა შეძლოთ მაქსიმუმ 18:30 სთ-მდე (ერთხელ მაინც დაუმტკიცეთ თქვენს თავს, რომ ღონისძიების "ქართულად დაწყება" - მითითებულ დროს დაწყებაა და არა 1 საათის დაგვიანებით), თადარიგი დაიჭირეთ - საცობებზე, პარკინგზე, ხომ მაგარი იქნება, 1-ხელ მაინც, ერ-თხელ მაინც, რომ თავის დროზე დაიწყოს საქართველოში ასეთი მასშტაბური სახალხო ღონისძიება?


3. მოსაწვევის განაწილება ნომინანტებისთვის (წინასწარ ვერ მიღების შემთხვევაში) მოხდება ადგილზე, ფოიეში, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან არსებულ სპეც-სიების დახმარებით (მოსაწვევებიც მათ ექნებათ) - აუცილებელია თქვენი მოსაწვევების რაოდენობა ზუსტად ემთხვეოდეს თქვენი და თქვენთან ერთად მოწვეული სტუმრების წინასწარშეთანხმებულ რიცხვს, რადგან მოსაწვევები დარბაზში ლიმიტირებულია, მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში, რომ არ აღმოჩნდეს უ-მოსაწვევო "სტუმარი", მკაცრად გააკონტროლეთ ეს ამბავი. ხოლო, გარე გაყიდვის მოსაწვევები ლიმიტირებულია (სულ 77 ცალია მხოლოდ) და ისინი 5 დეკემბრამდე გაიყიდება


image4. მონაწილენი აუცილებლობის ფორმატით იღებენ ფოტოებს "მეგას" დიდი პრეს-ბანერის წინ (რომლის ვერ შემჩნევა ალბათ ოფთალმოლოგთან ვიზიტის ტოლფასია) პრესისთვის, ჟურნალისტებისთვის, თუნდაც თქვენთვის, სამახსოვროდ - ნომინანტები და ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ნუ გაიქცევით, მშვიდად გაიარეთ და იქ მობილიზებული პრესის და ჟურნალისტების წინ შესაბამისი პროცედურებიც ჩაატარეთ - ფოტო, ინტერვიუ, კომენტარი, ავტოგრაფი და ა.შ.



5. საორგანიზაციო ჯგუფის სპეც.წევრების მოთხოვნის შემთხვევაში - შემსრულებლის მხრიდან დისკის ჩაბარება (მუსიკალური ნომრით რათქმაუნდა) აუცილებელია. "უი, სახლში დამრჩა" "დისკი, უი, არ გითქვამთ, რომ წამომეღო" "უი სცენაზე მომიწევს ასვლა?" "უი, არვიცოდი რამე ნომინაციაში თუ ვიმარჯვებდი და დისკი რატომ წამომეღო".... მსგავსი ფრაზები შემსრულებლების მხრიდან, მინიმუმ ღიმილს გამოიწვევს ჩვენში რადგან - შეგახსენებთ, რომ თქვენ "მეგაზე" ხართ მოწვეული, და არა რაიმე რიგით, გასვლით კონცერტზე ან კორპორატიულ საღამოზე სადმე... პატივი ეცით თქვენს მსმენელს!


6. დარბაზში 18:50 სთ-სთვის საკუთარი ადგილების (მოსაწვევებზე მითითებულია) დაკავება აუცილებელია


image7. საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებისას გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი (ფეხზე წამოდგომა, რომ შეგახსენოთ - ალბათ სირცხვილი იქნება, ჰო?....


8. კატეგორიულად აკრძალულია უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ადგილიდან ადგომა, დარბაზში სიარული, ხმამაღალი საუბარი, ხმამაღალი კომენტარები და დაჯილდოების ცერემონიალამდე დარბაზის დატოვება, რაც მინიმუმ დამსწრე საზოგადოების უპატივცემულობად ითვლება


9. იმ შემთხვევაში თუ მოგიწევთ სცენაზე ასვლა (ნომინაციაში გამარჯვების დროს, წამყვანების მხრიდან უბრალოდ სცენაზე მოწვევის დროს და ა.შ.) დროის ლიმიტი სამადლობელი სიტყვისთვის მაქსიმუმ 90 წამია (გთხოვთ დაიცვათ)


10. პატივი ეცით ყველა იმ ადამიანს ვინც თქვენს წინ, უკან და გვერდით ზის, ნუ დაგენანებათ სცენაზე მდგომთათვის ტაში, ღიმილი და მილოცვა... ეს, თქვენ უფრო აგამაღლებთ დამსწრე საზოგადოების თვალში...


11. მთავარი - დაჯილდოების ცერემონიალზე მიდიხართ და არა კონცერტზე ან პურ-მარილზე, დაჯილდოების ცერემონიალები რა ფორმატის ღონისძიებაა ალბათ ყველას გვაქვს ნანახი ჰო ტელევიზორში? MTV award. „გლობუსი“ „გრემი“ „ოსკარი“ „ემი“ და ა.შ. - ანუ ასეთი ფორმატის ღონისძიებები არ მთავრდება 1 ან 2 საათში ხოლმე... ჰოდა „მეგაც“ 15 წელია ამ ფორმატში ტარდება - აჩუქეთ თქვენს თავს პარასკევ დღეს 3 საათი განტვირთვისთის და ბოლომდე დაესწარით ცერემონიალს, პატივი ეცით სხვასაც და თქვენს თავსაც - ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებას კი მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ევროპელები მხოლოდ ხელმოწერებით არ გავხდებით, ევროპელობა - კულტურულობაა

* * *
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მოხარული ვიქნები თუ ერთხელ მაინც, ეეეერთხელ მაინც საქართველოშიც დაიცავენ - პროტოკოლს.... შევხვდებით "მეგაზე" 5 დეკემბერს „არტ-ჰოლში“ ც.დადიანის #26-ში


image

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0