იაკობ ციპეროვიჩი ადამიანი რომელსაც 16 წლის მანძილზე წამითაც კი არ უძინია და ახლა 58 წლის ასაკშიც 25 წლის ახალგაზრდასავით გამოიყურება.
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა ამ ადამიანს 16 წლის განმავლობაში არ უძინია და დაწოლა ახლაც მხოლოდ 2-3 საათით შეუძლია.
გერმანიის ქალაქ გალლეში ცხოვრობს ვინმე იაკობ ციპეროვიჩი, ერთერთი ყველაზე უცნაური ადამიანი დედამიწაზე.
მისი უცნაურობის ისტორია კი ასეთია: ძლიერი მოწამვლის გამო იაკობმა 1979 წელს გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ყოფნა გაგრძელდა 1 საათს (მას შემდეგ რაც გული ჩერდება, ტვინის უჯრედები 3-5 წუთში კვდომას იწყებს და შეუქცევადი პროცესები იწყება)მაგრამ გასაოცარი ეს არაა არამედ ის, რომ ერთი კვირის მერე გონებაზე მოსული იაკობი რაღაც ძალამ საწოლიდან წამოაგდო-ამ წუთიდან ამ ადამიანს, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს 16 წლის მანძილზე 1 წამითაც კი არ უძინია, ამ 16 წლის განმავლობაში მას არც ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება შეეძლო, მეცნიერებისათვის და მით უფრო იაკობისათვის უცნობი ძალა ეგრევე წამოაგდებდა ზეზე. იაკობიც მიეჩვია ამ მდგომარეობას და მედიცინისათვის ჯერაც გაურკვეველ მდგომარეობას (დიდი ხნით უძილობას) შეეჩვია.
1995 წელს იაკობმა დაიწყო იოგას მეთოდით ვარჯიში და იოგას კარგად ათვისების წყალობით და მედიტაციის დახმარებით შესძლო მიეღო ჰორიზონტალური მდგომარეობა 2-3 საათის განმავლობაში. განსაკუთრებით საყურადღებო ამ ისტორიაში ისაა, რომ იაკობი წლების განმავლობაში გარეგნულად არ შეცვლილა და ეს 58 წლის მამაკაცი 25 წლის ბიჭივით გამოიყურება.
გადატანილი კლინიკური სიკვდილის მერე იაკობის სხეულის ტემპერატურა 34 გრადუსს არასოდეს არ ასცილებია, გერმანელი მეცნიერების მტკიცებით სწორედ სხეულის ამ ტემპერატურის "წყალობაა" იაკობის ახალგაზრდული გარეგნობა.
იაკოპ ციპეროვიჩი 1953 წელს ქალაქ მინსკში დაიბადა, სადღეისოდ გერმანიის მოქალაქეა და ქალაქ გალლეში ცხოვრობს.