x
SES-ის ფინანსური მაჩვენებელი მე-3 კვარტალში

ლუქსემბურგი, 2014 წლის 5 ნოემბერი - SES - გლობალური სატელიტური ოპერატორი (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) მიმდინარე წლის მესამე მეოთხედის (2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით) ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.


კომპანია SES-ის 2014 წლის მესამე მეოთხედის შემოსავალმა 467, 7 მილიონი ევრო შეადგინა ანუ იგი გაიზარდა 1, 7%-ით. მაჩვენებლის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის იდენტური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით არც ისეთი შთამბეჭდავი ზრდაა, თუმცა აღნიშნულ შედეგს შესაბამისი მიზეზიც აქვს. ევროპასა და საერთაშორისო ბაზარზე უმნიშვნელოვანესი წარმატების და განვითარების ფონზე საკმაოდ სუსტად გამოიყურება ჩრდილოეთ ამერიკაში გაწეული მომსახურებისგან მიღებული შედეგი. აქ მესამე კვარტლის განმავლობაში შეჩერებული იყო Eutelsat-ისთვის ტრანსპონდერის სიმძლავრის მიწოდება, რამაც განაპირობა ფინანსური ზრდის მცირე შეფერხება.


საერთო ფინანსური პროგრესის ფონზე კვლავ მკვეთრი პროგრესი დაფიქსირდა ევროპულ ბაზარზე და მან 6, 2% შეადგინა მყარი სავალუტო კურსის პირობებში. საერთაშორისო ბაზარზე კი ზრდა მყარი სავალუტო კურსის პირობებში 5, 4%-ს აღემატება, რაც განპირობებულია რეგიონებში არსებული კონტრაქტების გაგრძელებით, რაც ახალი სიმძლავრის მიწოდებას ითვალისწინებს.
ჩრდილოეთ ამერიკის ჩავარდნა, რომელმაც 13, 8% შეადგინა, გარკვეულწილად
კომპენსირებული იქნა სხვა რეგიონების ხარჯზე. შეერთებული შტატების მთავრობასთან
კონტრაქტი განახლდა მე-3 კვარტალში და, სავარაუდოდ, იგი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

SES-ის პრეზიდენტი კარიმ მიშელ საბაღი აღნიშნავს: "მიმდინარე წლის ამ მონაკვეთში კომპანია SES-ის მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება დასავლეთ ევროპასა და საერთაშორისო ბაზარზე, მიზანმიმართულ სამიზნე სავაჭრო და ბიზნეს ვერტიკალზე. 2014 წლის სექტემბერში ჩვენ განვაცხადეთ SES-11-ის შესყიდვის შესახებ, რაც აძლიერებს სამომავლო სტრატეგიულ გეგმებს ჩვენს პარტნიორ EchoStar-თან. გერმანიაში HD+-მა ახლახან აღნიშნა წარმატებული ხუთი წლის იუბილე,
რომელთა მომხმარებლის რაოდენობაც სამ მილიონამდე აღწევს. O3b Networks არის
კომპანია, რომლის შესახებაც SES დიდ ინტერესს გამოხატავს მისი კომერციული მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით, რაც ძალაში 2014 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

ჩვენი გუნდი მობილიზებულია, რათა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო მეტად განავითაროს მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება სხვადასხვა რეგიონებში, ეს ფაქტი მაქსიმალურად გაზრდის ჩვენი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის სიძლიერეს.

აღნიშნულ რეგიონებზე შემოსავლების მკვეთრი ზრდა აღსანიშნავია. ამ ფაქტით გაიზარდა ზედა ზღვარი და კიდევ უფრო კარგი შედეგი წარმოადგინა.

SES-ის წარმატებული საქმიანობა პოზიტიურად აისახება მომავალი მედია გარემოს განვითარების პროცესზე. ჩვენი სტრატეგიაა რომ ავაგოთ ახალი DTH სისტემა, რომელიც გამართული საქმიანობით შემოიტანს უამრავ სიახლეს და ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ცხოვრებაში."

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0