x
image
natia.a
რატომ ფიქრობენ ქალები, რომ მსუქნები არიან (ექსპერიმენტის შედეგები)

imageლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ჩატარებული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ადამიანის გონება სხეულის ფორმას 2/3-ით გაზრდილად აღიქვამს, ვიდრე სინამდვილეშია.
კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს მარცხენა ხელი შეედოთ ეკრანის ქვეშ და მარჯვენათი მოენიშნათ თითების დაბოლოებები. პარალელურად ყველაფერი აისახებოდა კამერაში. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს თავიანთი თითები რეალურზე 1/3-ით მოკლე და 2/3-ით მსხვილი ჰგონიათ.
ამგვარი ცდომილება განსაკუთრებით დიდია ქალებში.

მეცნიერები თვლიან, რომ ამ აღმოჩენით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქალების უმეტესობა სარკეში ჩახედვისას უკმაყოფილოა საკუთარი თავით და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზომაზე მეტად გამხდარია, ფიქრობს, რომ ზედმეტი კილოგრამები აწუხებს.

ნეირომეცნიერი, დოქტორი მაიკლ ლონგო, რომელიც აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობდა, აცხადებს: "ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთი ფსიქიატრიული მდგომარეობის ასახსნელად, როგორიცაა ანორექსია. [...] ბევრი ადამიანი სარკეში ჩახედვისას იღებს ობიექტურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი სხეულის ზომა სრულიად დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად ამისა, მათ ცნობიერებაში არსებობს ფიგურის არასწორი, რეალურისგან განსხვავებული მოდელი, რომლისგანაც ვერ თავისუფლდებიან და, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ წონაში დაკლება სჭირდებათ".

ასე რომ, ძვირფასო ქალებო, ნუ დაემორჩილებით ცნობიერებაში არსებულ "მზაკვრულ" მოდელებს, თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ და უბრალოდ დატკბით ცხოვრებით!

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0