საზოგადოებრივი გამოვლინდა ქალის ფიგურის 6 ტიპი 2014, 19 ნოემბერი, 10:58 ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი ქალების რევიზია ჩაატარეს, -მკვლევარები კაროლინის უნივერსიტეტიდან 2 წლის განმავლობაში აფასებდნენ მათ. დასკვნა ასეთია:ქალის სხეულის კლასიფიკაცია მინიმუმ უნდა გაფართოვდეს ექვს ტიპად.
რუსეთში ჯერ კიდევ 12 წლის წინ სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა სამკერვალო მრეწველობაში და დაასკვნეს, რომ ქალები საშუალო სტატისტიკური მონაცემებით გაიზარდნენ:ფეხები და ხელები უფრო გრძელი აქვთ, თეძოებმა უფრო მაღლა აიწია, ამასთანავე მოემატათ გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით.მკერდი უფრო გაიზარდა, მხრებიც ოდნავ ფართო აქვთ. როგორც აღმოჩნდა რუსი და ამერიკელი სპეციალისტების დასკვნა იდენტურია.კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ქალები 6 ძირითად ტიპად დაყვეს.მათ შორის ყველაზე გავრცელებულია "სტაფილო"(46%), მას მოჰყვება "მსხალი" და "ბადრიჯანი"-20%, შემდეგია "ბროკოლი"(კომბოსტო სატაცურა)14% და ბოლოს "ჯავზის გოგრა". პროფესორი დევანდრა სინგხი( Devendra Singh) ტეხასის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ გამოავლინა ყველაზე სასურველი ტიპის ქალის ფიგურა.ექსპერიმენტში მამაკაცები მონაწილეობდნენ. მათ კომპიუტერის წინ სვამდნენ და თხოვდნენ მონიტორზე შეესწორებინათ ქალის ფიგურა, ისე, რომ მათთვის ყველაზე სასურველი ფორმა მიეღოთ. მამაკაცების უმეტესობამ უპირატესობა ვიწროწელიან ქალებს მიანიჭა, რომელიც შეადგენდა თეძოების 70 % სიგანეს და 75% მკერდის გარშემოწერილობას. ზუსტად ის რაც "ჯავზის გოგრაა", რომელმაც "ქვიშის საათი" შეცვალა. იქნებ მამაკაცებმა იქონიეს ზეგავლენა ევოლუციაზე? ბუნებრივ შერჩევაზე? არ არის გამორიცხული, ფიქრობენ მეცნიერები.ისინი მომავალშიც აპირებენენ ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას. 1ჯავზის გოგრა-ქალი მკვეთრად წელში გამოყვანილია, ბიუსტი და თეძოების გარშემოწერილობა თითქმის ერთნაირია, ადრე მას "ქვიშის საათს" უწოდებდნენ ძალიან ვიწრო წელის გამო.ბევრ მამაკაცს როგორც ჩანს ახლაც ახსოვთ ის ვარსკვლავები, რომლებიც ამ ფიგურით ხასიათდებოდნენ: მერლინ მონრო, სოფი ლორენი(სურათზე) და სხვა. დღესდღეობითც ქვეცნობიერად ყველაზე მიმზიდველი მამაკაცებისთვის ამ ფორმის ქალის სხეულია. 2-ბროკოლი-მსგავსი ქალის ბიუსტი თვალში საცემია, იმიტომ რომ ის თეძოებზე უფრო დიდი მოცულობისაა, წელი მკვეთრად არაა გამოხატული.ამ ტიპის ქალები იშვიათად გვხვდება, თუმცა პლასტიკური ქირურგები "კომბოსტოს" ამ სახეობას ხელოვნურად ამრავლებენ. ტიპიური წარმომადგენელი: ანჯელინა ჯოლი. 3-სტაფილო-, მსგავს ქალებს პრაქტიკულად წელი არა აქვთ გამოხატული, მკერდი და თეძოები ერთნაირი ზომის აქვთ, მაქსიმუმი სხვაობა 13 სანტიმეტრია.მკერდი პატარა აქვთ."სტაფილოებს" ძირითადად მანეკენებად იყენებენ.ტიპიური წარმომადგენლები: ნიკოლ კიდმანი, იულია კოვალჩუკი(ფოტოზე).4-მსხალი-ვიწრო მხრები და არც თუ დიდი მკერდი, ხოლო თეძოები და უკანალი მასიური.."ქალური ფორმები"..ასე უწოდებენ ამ ტიპის ქალებს. ტიპიური წარმომადგენლები:ჯენიფერ ლოპესი, (ფოტოზე), კიმ კარდაშიანი. 5-ბადრიჯანი-ამ ტიპის ქალების სხეულის ზედა ნაწილი "მსხალივით" იწყება, თუმცა ქვედა ნაწილი მსუბუქად გამოხატულია, ამასთანავე ფართო წელი აქვთ. ტიპიური წარმომადგენლები:ადელი(ფოტოზე), ლოლიტა. 6-ვაშლი-დამახასიათებელი დეტალი მუცელი და წელის მიდამოები უფრო დიდი ჩანს ვიდრე თეძოები და ბიუსტი. ტიპიური წარმომადგენლები:კეიტ უინსლეტი, ანფისა ჩეხოვა(ფოტოზე) 487 5-ს მოსწონს
|