x
image
natia.a
ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

imageსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 17 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით დონდუას, გიგი გიგიაძესა და ხათუნა თოთლაძის დანიშვნას.


როგორც იცით, ხათუნა თოთლაძე გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია თოთლაძის შვილი და დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეა.


ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.

1
653
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
653
  
2014, 18 ნოემბერი, 10:04
განათლება შესაბამისი ქონია, სამუშაო გამოცდილებაც ამ საქმეში და მისაღებია ჩემთვის პირადად მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა,წარმატებებს ვუსურვებ...
0 1 1