მუსიკა მალტაში დასრულდა "საბავშვო ევროვიზია" -2014 2014, 16 ნოემბერი, 12:16 წუხელ გვიან ღამით მალტაში დასრულდა "საბავშვო ევროვიზია" -2014, 159 ქულით გამარჯვება მოიპოვა იტალიელმა ბიჭუნამ ვინჩენცო კანტელომ სიმღერით " "Tu Primo Grande Amore", მეორე ადგილი 147 ქულით დაიკავა ბულგარელმა კრისია, ჰასანმა და იბრაგიმმა -სიმღერით "Planet Of The Children ", ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე ჩვენი მეზობელი სომხეთი გავიდა სიმღერით : "People Of The Sun", ბულგარეთმა მას სულ ერთი ქულით გაასწრო. საქართველომ წელს საკმაოდ მოკრძალებული მე-11 ადგილი დაიკავა თექვსმეტ მონაწილეს შორის .ჩვენს ქვეყანას ლიზი ჯაფარიძე წარადგენდა სიმღერით "Happy Day"(54 ქულა). "საბავშვო ევროვიზია" 2003 წლიდან იმართება, საქართველო კონკურსში 2007 წლიდან ჩაერთო და ორჯერ გაიმარჯვა.პირველად 2008 წელს "ბზიკების" სიმღერით"Bzzz", ხოლო მეორედ გამარჯვებული 2011 წელს გახდა სიმღერით "Candy Music"-(CANDY). 45 5-ს მოსწონს
|