x
image
ikaponka
რა უპირატესობები აქვს დისტანციურ სწავლებას

დღეს ინტერნეტი მკვეთრად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. თანამედროვე განათლება წარმოუდგენელი გახდა კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე. მოსწავლეების, სტუდენტების და სხვა მოქალაქეების უმრავლესობა აქტიურად იყენებს კომპიუტერის და ინტერნეტის შესაძლებლობებს სახვადასხვა სფეროში და მათ შორის, განათლების მისაღებად.

საქართველოც არ არის გამონაკლისი, სადაც ბოლო წლებში ინტერნეტ-მომხმარებლების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. მარტო ფეისბუკის სოციალურ ქსელში 700 000 მომხმარებლამდეა დარეგისტრირებული.

თანამედროვე საზოგადოებაში, ინფორმაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, სპეციალისტს სწავლა პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება. ადრე შეგეძლოთ ერთხელ მიგეღოთ განათლება და მთელი ცხოვრება მშვიდათ გეცხოვრათ. დღეს „ერთხელ მიღებულ განათლებას“ მივყავართ აუცილებლობასთან, რათა ვეძიოთ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად. ინტერნეტ-ტექნოლოგიების და დისტანციური სწავლების გამოყენება სრულიად ახალ შესაძლებლობებს აძლევს სპეციალისტებს როგორც უწყვეტი განათლების მისაღებად, ასევე სპეციალისტების გადასამზადებლად, მეორადი განათლების მისაღებად და რაც მთავარია, სწავლის პროცესს ხელმისაწვდომს ხდის.

ონლაინ სწავლა შესაძლებელია სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ფაქტობრივად ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კომპიუტერთან და ინტერნეტთან ხელი მიგიწვდებათ. ეს შესაძლებელს ხდის, რომ თანამედროვე სპეციალისტმა ცოდნა მიიღოს სპეციალური მივლინებების, შვებულებების და მგზავრობის გარეშე, ისე რომ არ მოწყდეს თავის ძირითად საქმიანობას. ამასთან ერთად სწავლა შესაძლებელია დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და დასვენების დღეებშიც.

ორგანიზაციული თვალსაზრისით ეს სწავლის პროცესს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის, ვიდრე განათლების კლასიკური მეთოდები. იქ სადაც თქვენ ცხოვრობთ, შესაძლებელია არ ოყოს თქვენთვის სასურველი კურსები. საკმარისია ინტერნეტში მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა ან კურსები, დარეგისტრირდეთ საიტზე და გადაიხადოთ სწავლის საფასური. სახეზეა ორგანიზაციულად მარტივი პროცესი, როგორც მოსწავლეთათვის ასევე სასწავლო დაწესებულებისათვის.

როგორც წესი, დისტანციური სწავლება უფრო იაფია ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რაც განპირობებულია ბევრი ისეთი ფაქტორების არარსებობით როგორიცაა: მგზავრობის, ცხოვრების და თვით სწავლის პროცესის ორგანიზაციული ხარჯები. (არ არის სასწავლო შენობის ხარჯები გასაწევი, უფრო მცირერიცხოვანი პერსონალია, მასწავლებელთა რაოდენობაც უფრო მცირეა).

ონლაინ სწავლება სრულიად უნიკალურ შანსს აძლევს უნარშეზღუდულ ადამიანებსაც, როგორც ახალი პროფესიების დაუფლების შემთხვევაში, ასევე მათი საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხში.

სრულიად რეალური ხდება მათთვის პროფესიის შეძენაც და შესაბამისად დასაქმებაც, მითუმეტეს რომ, ის პროფესიები რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან არის დაკავშირებული საკმაოდ მოთხოვნადი ხდება. (მაგალითად ინტერნეტ-მარკეტინგი, ქსელური მარკეტინგი და ა. შ.)

ონლაინ სწავლების მეთოდები ატარებს სწავლების უფრო ინდივიდუალურ და მოქნილ ხასიათს ვიდრე ტრადიციული მეთოდი. მომხმარებელი თავად ირჩევს სწავლების ტემპს, შეუძლია რამდენიმეჯერ დაუბრუნდეს ერთსა და იმავე დავალებას, შეუძლია გამოტოვოს ან აირჩიოს მასალის გარკვეული თავები.

გამოცდილება აჩვენებს, რომ დისტანციური სწავლების სდუდენტი უფრო მეტი მობილურობით, დამოუკიდებლობით და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ასეთი განათლების მიღების შემდეგ იგი საკმაოდ მოთხოვნადი ხდება შრომის ბაზრისთვის.

თბილისში უცხო ენების შემსწავლელი კურსების ღირებულება დაახლოებით 100 ლარიდან იწყება, რასაც ემატება სატრანსპორტო ხარჯები და ზოგ შემთხვევაში სახელმძღვანელოები და სხვადასხვა მასალები (კოპირება ან ყიდვა), რაც საბოლოოდ დაახლოებით 150 ლარს შეადგენს თვეში.

ჩვენს საიტზე მოქმედი ინგლისური ენის შესასწავლი პროგრამის ორი კურსი, რომლის გავლასაც (სწავლას) დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება და ევროპული სტანდადტებით A2 დონეზე მეტს შეესაბამება, 29 ლარი ღირს რაც დაახლოებით 8-9%-ია დღეს თბილისში არსებული ფასებისა.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უკეთესი ცოდნა, უფრო იაფად ჩვენი პროგრამის მეშვეობით.

უახლოეს მომავალში საიტზე რუსული ენის შესასწავლი პროგრამაც აიტვირთება! შემოდით საიტზე teach.ge და გაიგეთ ყველაფერი დეტალურად

წყარო http://ucxoenebi.wordpress.com/2012/05/14/რა-უპირატესობები-აქვს-დი/

1
1017
3-ს მოსწონს
ავტორი:ikaponka
ikaponka
1017
  
0 1 1