HTML გაკვეთილი 2.
HTML გაკვეთილი 2.
ვიწყებთ HTML-ში ტექსტთან მუშაობას,
HTML-ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ტექსტს სასურველი ფორმა ზომა და ფერი მივცეთ
ამ გაკვეთილში გასწავლით
<i></i>
<u></u>
<b></b>
<br>
<h1></h1>
<h2></h2>
<h3></h3>
<h4></h4>
<h5></h5>
<h6></h6>
ამ ტეგებს.
დავიწყოთ!
იმედია HTML-ს პირველ გაკვეთილში ჩემს მიერ დაწერილი კარკასი დაგამახსოვრდათ
თუ არა არც ეგაა პრობლემა
<HTML>
<head>
<title></title>
</head>
<body>
</body>
</HTML>
აი ეს.
როგორც გითხარით <head> </head> ტეგებში ჩასმული კოდები არ ჩანს ბრაუზერში
(ბრაუზერი- ისეთი პროგრამა რომლის დახმარებითაც ინტერნეტში შედიხართ მაგ: ოპერა ექსპლორერი მოზილა და ა.შ)
ამ შემთხვევაში <head> </head> ტეგებში ერთი ტეგი ზის <title></title> title ინგლისურად სათაურს ნიშნავს
ანუ ამ ტეგებში იწერება საიტის სათაური.
თუმცა დროა მოვრჩეთ თეორიას და პრაქტიკაზე გადავიდეთ.
გახსენით ნებისმიერი ჩვეულებრივი საქაღალდე მაგალითად notepad
დაააწექით START--->ALL PROGRAMS--->ACCESSORIES--->NOTEPAD
და დაიწყეთ წერა. დაწერეთ <HTML> გარე კარკასი
და რაც გინდათ ის დაარქვით საიტს მაგალითად ასე:
<HTML>
<head>
<title>ჩემი პირველი ვებ გვერდი</title>
</head>
<body>
</body>
</HTML>
შემდეგ დააწექით
FILE--->SAVE AS--->DESKTOP
FILE NAME-ში ვწერთ სახელს მაგალითად index.html index-ის მაგივრედ რაც გინდათ ის დაწერეთ
ეს თქვენი გადასაწყვეთია, მაგრამ წერტილი ჰტმლ კი აუცილებლად (.HTML)
SAVE AS TYPE-ში კი აირჩიეთ all files და დააწექით save
შემდეგ გავხსნათ შენახული ფაილი ოპერით ან მოზილათი
და ვნახავთ რას?
არის ცარიელი გვერდი მაგრამ საიტს უკვე აქვს სათაური
იპოვეთ სად წერია სათაური?
SPEED DIAL-ზე წერია
ახლა დავიწყოთ ტექსტთან მუშაობა
პირველი ტეგი რომელსაც დავამუშავებთ
ესააა
<i></i> ამ ტეგის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ტექსტი დავხაროთ
აი ასე
..
<HTML>
<head>
<title>ჩემი პირველი ვებ გვერდი</title>
</head>
<body>
<i>დახრილი ტექსტი</i>
</body>
</HTML>
(თუ თქვენი კომპიუტერი არ ხსნის ქართულ შრიფტს არაა პრობლემა დაწერეთ ინგლისური შრიფტით)
ახლა notepad-ში დააწექით file---> save ან კლავიშებით Ctrl+s
გაანახლეთ ბრაუზერში გახსნილი გვერდი და მიიღებთ შედეგს.
...
ახლა აგიხსნით ტეგს
<u></u> ---> ხაზგასმული ტექსტი
<HTML>
<head>
<title>ჩემი პირველი ვებ გვერდი</title>
</head>
<body>
<u>ხაზგასმული ტექსტი</u>
<i>დახრილი ტექსტი</i>
</body>
</HTML>
ახლა ისევ შეინახეთ ისევ ისე გაანახლეთ ბრაუზერში გახსნილი გვერდი
და მიიღებთ შედეგს. ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ყველა ტეგი რასაც მე და ასევე თქვენც წერთ
იწერება <body> </body> ტეგებს შუა...
შემდეგი ტეგი გახლათ <b></b> ტეგი
მისი დახმარებით შეგვიძლია ტექსტი გავასქელოთ
<HTML>
<head>
<title>ჩემი პირველი ვებ გვერდი</title>
</head>
<body>
<b>სქელი ტექსტი </b>
<u>ხაზგასმული ტექსტი</u>
<i>დახრილი ტექსტი</i>
</body>
</HTML>
ისევ შეინახეთ და გაანახლეთ ბრაუზერი მიიღებთ შედეგს
შემდეგი ტეგი <br>
როგორც უკვე გითხარით არსებობს ორნაირი ტეგი წყვილი და მარტოხელა
ეს ტეგი გახლავთ მარტოხელა და მას დამკეტი არ ჭირდება
მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავწყვიტოთ ნებისმიერი წინადადება ნებისმიერ ადგილას
მაგალითად ასე
<HTML>
<head>
<title>ჩემი პირველი ვებ გვერდი</title>
</head>
<body>
მოგესალმებით!<b>ჩემო ძვირფასო ხალხო
<b>სქელი ტექსტი </b>
<u>ხაზგასმული ტექსტი</u>
<i>დახრილი ტექსტი</i>
</body>
</HTML>
ახლა შეინახეთ და ნახეთ
ტექსტი გაწყვეტილია მოგესალმებით!-- აქედან. ხო მასეა?
შემდეგი ტეგები რასაც მე გასწავლით ესენია
<h1></h1>
<h2></h2>
<h3></h3>
<h4></h4>
<h5></h5>
<h6></h6>
ტეგები მათი დახმარებით ტექსტის ზომას ვაკონტროლებთ
<h1></h1> ტეგებში ჩასმული ტექსტი ძალიან დიდია
<h2></h2>-ში შედარებით პატარა
და ასე ნელ ნელა იკლებს ზომაში
<h6></h6> კი ყველაზე პატარაა
ნუ ეცდებით მეტი ტეგების გამოყენებას მარტო 6 ტეგია.
ამ გაკვეთილში სულ ეს იყო. ივარჯიშეთ ბევრი რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს
სულ ეს იყო რაც ვერ გაიგეთ ან თუ იპოვეთ შეცდომა დაწერეთ კომენტარებში.