x
image
ikaponka
რომელია ყველაზე ძველი ენა

მსოფლიოში ყველაზე ძველი ენა ჟესტების ენაა. ჟესტების ენით ურთიერთობდნენ იქამდე, სანამ შეძლებდბენ წერა-კითხვასა და საუბარს. ხოლო, რომელია ყველაზე ძველი სასაუბრო ენა, ამისი დადგენა რთულია.

ფარაონმა პსამეტიხმა (ჩვ.წ.აღ-მდე 663-610 წწ) ჩაატარა ექსპერიმენტი ბავშვებზე. მათ არ ელაპარაკებოდა არავინ და აკვირდებოდნენ რა ენაზე დაიწყებდნენ ისინი საუბარს. პირველი სიტყვა რაც ბავშვებმა წარმოსთქვეს იყო – ბეკოს. ეს სიტყვა მოიძებნა ფრიგიულ ენაში და ეგვპტელებმაც ჩათვალეს, რომ ყველაზე ძველი ენა ფრიგიული იყო.

ასეთი სახის ექსპერიმენტს, რა თქმა უნდა, სარწმუნოდ ვერ მივიღებთ. დღეისათვის ყველაზე ძველ ენებად ჩინური და ივრითი მიიჩნევა, მათზე ძველი კი არის კოპტური ენა. ენათა ჯგუფებიდან ყველაზე ძველად მიიჩნევენ ინდოევროპულ ენებს.

ითვლება რომ ადრე ადამიანები გამუდმებით მიგრირებდნენ ერთი ადგილიდან მეორისკენ. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული ადგილი კი ინდოეთია, ამიტომ ინდური ენებიც (ჰინდი, ურდუ, ბენგალიური, მარატხი, პანჯაბი, ნეპალური, ციგნების ენა და სხვა. მკვდარი ენებიდან კი ვედური და სანსკრიტი) შეგვიძლია უძველესად ჩავთვალოთ.

წყარო http://ucxoenebi.wordpress.com/2012/04/12/old-language/

0
403
6-ს მოსწონს
ავტორი:ikaponka
ikaponka
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0