x
image
სოფა
მკერდის მოვლა
imageარ არსებობს ქალი, რომელსაც არ უნდა კოხტა და ლამაზი მკერდი ჰქონდეს.ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ქალს, რომელიც რაიმე განსაკუთრებულ ზომებს იღებს ლამაზი მკერდის შესანარჩუნებლად.

მკერდის ფორმის ცვლილებას ხშირად იწვევს წონაში მატება, ორსულობა და
ძუძუთი კვება. ბევრ ქალბატონს უთქვამს, რომ ბავშვის კვების შემდეგ მკერდი გაჰქრობია. ფორმირების პროცესში კანმა ელასტიურობა, რომ არ დაკარგოს მკერდის კანი ყოველთვის უნდა ვკვებოთ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემით. სრულყოფილი შედეგისთვის მკერდის მოვლას ვარჯიშიც უნდა დავუმატოთ.

თვეში ერთხელ მკერდზე დაიდეთ ხაჭოს ნიღაბი.ერთ სუფრის კოვზ ზეთს შეურიეთ ორი სუფრის კოვზი ხაჭო. მიღებული მასა წაისვით მკერდზე და ყელზე. ოცი წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი მკერდის კანს ჯანსაღ იერს და ელასტიურობას დაუბრუნებს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თბილი აბაზანიდან გამოსულმა მკერდზე ცივი წყლის აბაზანები უნდა გაიკეთოთ. მკერდზე წრიული მიმართულებით მიმართეთ წყლის ჭვავლი.


ყოველ საღამოს მკერდზე ოდნავ მარილიანი წყალი წაისვით ეს მკერდის მკვრივი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება ვარჯიშს კვირაში სამჯერ შეგიძლიათ აზიდვები გააკეთოთ. ყველა ეს პროცედურა დაგეხმარებათ ლამაზი მკერდის შენარჩუნებაში.

0
180
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფა
სოფა
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0