საქმიანი პარტნიორობა თუ ოჯახური თანადგომა: რას წერს ნათია ფანჯიკიძე დის გადაწყვეტილებაზე
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, დის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თანამდებობიდან გადადგომას საქმიან პარტნიორობად აფასებს.
„სადღაც მიხარია, რომ მშრალი, საქმიანი ინფორმაციის გარდა შეუძლია ახლა იმსჯელოს რაღაცებზე, სხვა საკითხებზეც, თორემ სულ გული მწყდებოდა, თითქოს წესად იყო, რომ არასდროს არ უნდა შეექოთ, რაც არ უნდა გაეკეთებინა.
არადა რამდენ რამეშია კომპეტენტური. იმ უდატვირთულესი რეჟიმის მიუხედავად, რაც ჰქონდა, - წელიწადნახევარი მარტო თვითმფრინავში გაატარა, - თავისი ძველი მოსწავლის თხოვნით თვითმფრინავშივე თარგმნა ავსტრიელი მწერლის, ბერნჰარდის პიესა, რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგმება...
ისე, ვისურვებდი, რომ ასე პატარა არ იყოს ეს ქვეყანა და ასე გადახლართულები არ ვიყოთ ერთმანეთში. უკეთესად გამოიკვეთებოდა მაშინ, რომ რეალურად ეს იყო საქმიანი პარტნიორების თანადგომა და არა ოჯახური. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ უკორექტულესი ადამიანია და ძალიან დიდხანს, ბოლომდე, მეც კი არ მყვებოდა ვინმეს კრიტიკაში, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ არც ველაპარაკებოდი მსგავს თემებზე. ძალიან ვამაყობ ასევე, რომ ირაკლი ამდენი წელია პოლიტიკაშია ინტრიგების, არასაკადრისი ილეთების გარეშე. პროფესიონალიზმი ნიშნავს ღირსებას. ჩემი აზრით, ყოველ შემხვევაში“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.