სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს განაგრძობს მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგი”. ლაშკოელებმა ხუთ ტურში მე-4 გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ტაიფუნს” ჩამორჩებიან, ვისაც 100%-იანი შედეგი აქვს.
გასულ ტურში “ზლატოროგი” “მარიბორს” ესტუმრა და და მეტოქე ოვერტაიმში “გატეხა” – 89:95. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 09:02 წუთი ითამაშა, თუმცა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ბერიშვილმა ორქულიანი ზუსტად სტყორცნა და აქტივში 2 ქულა და ჩაჭრაც ჰქონდა. ლაშკოელთა წარმატებაში დიდი წვლილი საშო ზაგორაცმა დაიდო, რომელმაც შეუცვლელად (!) ანუ 45 წუთს ითამაშა და 30 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
ქართველი კალათბურთელის კლუბს მომდევნო მატჩი 15 ნოემბერს, შინ, ერთ დროს სახელოვან კრკა-სთან ელის.
www.worldsport.ge