x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული გიტარისტი მანიტას დე პლატა
imageგარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი გიტარისტი მანიტას დე პლატა.


იგი 93 წლის იყო. დაიბადა და გაიზარდა ბოშების ოჯახში. მან წერა- კითხვა არ იცოდა, სამაგიეროდ ბრწყინვალედ აითვისა გიტარა, ისე რომ არავითარი მუსიკალური განათლება არ მიუღია. იგი ნოტებსაც ვერ არჩევდა.


მანიტა დე პლატა გახლდათ ფლამენკოს უბადლო შემსრულებელი. მისი ნიჭის თაყვანისმცელები იყვნენ სალვადორ დალი და პაბლო პიკასო."ამ ადამიანს უფრო მეტი ფასულობა გააჩნია, ვიდრე მე"-წამოიძახა პაბლო პიკასომ მისი მოსმენის შემდეგ.

მთელს მსოფლიოში გაყიდულია მისი 90 მილიონზე მეტი ჩანაწერი.



მანიტას დე პლატას მრავალრიცხოვანი მემკვიდრეებიც მუსიკოსები არიან.იგი გახლავთ მამა და ბიძა მისეთი სახელგანთქმული ჯგუფების წევრებისა, როგორიცაა Rumba Flamenca და Gipsy Kings.





0
13
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0