x
image
natia.a
გურამ ფირცხალავა გარდაიცვალა

image6 ნოემბერს, დილის 4 საათზე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გურამ ფირცხალავა. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.


გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს, ქალაქ ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი იყო. მას კინოფილმებსა და სპექტაკლებში არაერთი როლი აქვს შესრულებული.

1
304
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
304
  
2014, 6 ნოემბერი, 14:49
საწყენიააა...ნათელში დაუმკვიდროს სული უფალმა...
0 1 1